ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი Instytut Adama Mickiewicza (IAM) სპეციალიზებულია პოლონეთის კულტურის პოპულარიზაციაზე საზღვარგარეთ, პოლონეთის და უცხოეთის კულტურულ ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ჩატარებაზე, მხატვრული ღონისძიებების, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებაზე. თავისი მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ახორციელებს ოფლაინ ღონისძიებებს (გამოფენები, სპექტაკლები, ფილმების ჩვენებები, კონცერტები, ფესტივალები) ასევე მუშაობს ონლაინ რეჟიმში. უცხოურ პრესტიჟულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის წყალობით, განხორციელებული პროექტების საშუალებით, ინსტიტუტმა მოახერხა 60 მილიონიან აუდიტორიაზე გასვლა 6 კონტინენტზე და 70 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, ისრაელში, გერმანიაში, თურქეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, უკრაინაში, ლიტვაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ასევე ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. https://iam.pl/pl  https://iam.pl/en

პორტალი Culture.pl ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვებგვერდია რომელიც ყოველდღიურად გვაწვდის ახალ და საინტერესო ინფორმაციას პოლონეთის შესახებ. გარდა პოლონეთში და მსოფლიოს მასშტაბით გამართული ღონისძიებებისა, შეგიძლიათ იხილოთ მხატვრების პროფილები, მიმოხილვები, ესეები, აღწერილობები და ინფორმაცია კულტურული ინსტიტუტების შესახებ. პორტალი პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა. დამატებით არის სტატიები აზიურ ენებზე: ჩინურად, იაპონურად და კორეულად.  (PL: https://culture.pl/pl EN: https://culture.pl/en RUS: https://culture.pl/ru
JAP: https://culture.pl/jp/topic/asia KOR: https://culture.pl/kr/topic/asia
CHN: https://culture.pl/zht/topic/asia

პორტალი Culture.pl ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვებგვერდია რომელიც ყოველდღიურად გვაწვდის ახალ და საინტერესო ინფორმაციას პოლონეთის შესახებ. გარდა პოლონეთში და მსოფლიოს მასშტაბით გამართული ღონისძიებებისა, შეგიძლიათ იხილოთ მხატვრების პროფილები, მიმოხილვები, ესეები, აღწერილობები და ინფორმაცია კულტურული ინსტიტუტების შესახებ. პორტალი პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა, დამატებით არის სტატიები აზიურ ენებზე: ჩინურად, იაპონურად და კორეულად.  (PL: https://culture.pl/pl EN: https://culture.pl/en RUS: https://culture.pl/ru
JAP: https://culture.pl/jp/topic/asia KOR: https://culture.pl/kr/topic/asia
CHN: https://culture.pl/zht/topic/asia

კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრი – Międzynarodowe Centrum Kultury w Krakowie (MCK) ცენტრის საქმიანობა ეხება ისტორიას, ხელოვნების ისტორიას და არქიტექტურას, მეხსიერების ფენომენს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მასთან დაკავშირებული ყველა ასპექტს და მის მენეჯმენტს. MCK მონაწილეობს საერთაშორისო დებატებში კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე და მის როლზე თანამედროვე და კონტაქტების განვითარებაში შეტანილი წვლილის წყალობით,  ახორციელებს პოლონური პოზიციის გაძლიერებას, როგორც მნიშვნელოვან მოთამაშეს საერთაშორისო საზოგადოებაში (იუნესკო, V4, ბარსელონას პროცესი, ბერლინის პროცესი) და განიხილება, როგორც ღირებული პარტნიორი კულტურული და ინტელექტუალური თანამშრომლობის სფეროში. MCK ატარებს აქტიური საგამოფენო საქმიანობას და პარტნიორებთან ერთად აწყობს საზაფხულო საერთაშორისო კურსებს. ასევე ის ახორციელებს Thesaurus Poloniae- ს სასტიპენდიო პროგრამას, ის გამიზნულია უცხოელ მეცნიერებზე, რომლებიც ახორციელებენ კვლევებს პოლონეთის რესპუბლიკის და ცენტრალური ევროპის კულტურის, ისტორიისა და მულტიკულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. გარდა ამისა, ცენტრს აქვს ასპირანტურა კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის სფეროში. MCK ასევე აწარმოებს ფართო საგამომცემლო საქმიანობას, მაგალითად პოლონურ-ინგლისური ინტერდისციპლინარული კვარტალური ჰერიტო. მემკვიდრეობა, კულტურა და თანამედროვეობა. ცენტრი არის აგრეთვე პოლონეთის პოპულარული ონლაინ ენციკლოპედიის გამომცემელი (www.polskipetersburg.pl), ხოლო MCK ბიბლიოთეკა უხვად იყო აღჭურვილი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურით. https://mck.krakow.pl/

ფრიდერიკ შოპენის  ეროვნული ინსტიტუტიNarodowy Instytut Fryderyka Chopina (NIFC) არის შოპენის უდიდესი ცენტრი მსოფლიოში, რომელიც სრულად და სრულყოფილად უწყობს ხელს, იცავს, იკვლევს და ავრცელებს ფრიდერიკ შოპენის მემკვიდრეობას. NIFC  ერთ-ერთი ორგანიზატორია მსოფლიოში უძველესი და პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების, ისეთების როგორიც არის ფრიდერკ შოპინის სახელობის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსი  და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ შოპენი და მისი ევროპა“. გარდა ამისა ინსტიტუტი თანამშრომლობს შოპენის კონკურსებთან მთელს მსოფლიოში.

http://pl.chopin.nifc.pl/institute/

წიგნის ინსტიტუტი Instytut Książki (IK)  მთავარ მიზნად პოლონური ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მსოფლიოს მასშტაბით, ასევე წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას საკუთარ ქვეყანაში. უცხოურ ბაზარზე წიგნის ინსტიტუტი ანათლებს, აჩვენებს ახალისებს და არწმუნებს: პოლონური ლიტერატურის მთარგმნელებს –  თარგმნონ პოლონური წიგნები, საზღვარგარეთელ გამომცემლებს –  გამოსცენ მათი ნათარგმნი წიგნები, ხოლო ორგანიზატორებს – ჩართონ თავიანთ პროგრამებში პოლონელი მწერლები.  ინსტიტუტი აწარმოებს პოლონეთის მთარგმნელობით პროგრამას და ასევე აწყობს პოლონურ სტენდებს საერთაშორისო წიგნების ბაზრობებზე. ინსტიტუტი ყოველწლიურად გადასცემს Transatlantyk- ს ჯილდოს საზღვარგარეთ პოლონური ლიტერატურის პოპულარიზატორს.

https://instytutksiazki.pl/

ეროვნული ფილმოთეკა – აუდიოვიზუალური ინსტიტუტი (FINA) Filmoteka Narodowa – Instytut Audiowizualny მიზნად ისახავს პოლონეთის აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის დიგიტალიზაციას, შეგროვებას, აღდგენას და პოპულარიზაციას ასევე კინოკულტურის ყველაზე ღირებული გამოვლინებების გავრცელებას. გარდა ამისა, ის აზიარებს არქივებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებისთვის, FINA- ს თავის კოლექციებში აქვს პოლონური კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი ნიმუშები, მათ შორისაა ომისშემდგომი ფილმების უნიკალური კოლექცია. ინსტიტუტი სპეციალიზირებულია ფილმების კონსერვაციისა და აღდგენის საკითხებში და ახალი აუდიოვიზუალური მასალების კოპროდუქციაში (ფილმები, რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა, აგრეთვე კინემატოგრაფია და მუსიკა). მან პირველმა ევროპის კინოარქივებს შორის დაიწყო 4კ ტექნოლოგიებისკენ გზის გაკვლევა. ინსტიტუტი ფლობს ყველანაირ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალების, რომელიც ადაპტირებულია ყველა ფილმის ფორმატზე, დაგამოიყენება პოლონეთის პროფესიონალურ კინემატოგრაფიაში თუ სამოყვარულო გადაღებებში. https://fina.gov.pl

ვარშავის მუსიკისა და ცეკვის ინსტიტუტი – Instytut Muzyki i Tańca w Warszawie (IMiT)მხარს უჭერს პროფესიონალ მუსიკოსებს, მოცეკვავეებს და სამხატვრო ინსტიტუტებსმათი მისიის განხორციელებაში. ის მუშაობს პოლონეთში პროფესიული მუსიკისა და საცეკვაო გარემოს შესაქმნელად. ამავე დროს, იგი აწყობს თემატურ კონფერენციებსა, ვორქშოფებს და ტრენინგებს, პროფესიონალი მუსიკოსებისთვის და მოცეკვავეებისთვის. IMiT ამზადებს სპეციალურ ანგარიშებს და ექსპერტიზას და მონაწილეობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლაში ეროვნულ და საერთაშორისო ინდუსტრიულ ორგანიზაციებს შორის. https://imit.org.pl/

ზბიგნიევ რაშევსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი Instytut Teatralny im. Zbigniewa Raszewskiego (IT) ვარშავის მუსიკისა და ცეკვის ინსტიტუტი – Instytut Muzyki i Tańca w Warszawie (IMiT) ახორციელებს პოლონური თეატრალური ცხოვრების დოკუმენტაციას, პოპულარიზაციას და ანიმაციას. ინსტიტუტი მხარს უჭერს საზოგადოებრივ დებატებს თანამედროვე პოლონური თეატრის შესახებ, ახორციელებს კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას. იგი ასევე ავითარებს თავის გრძელვადიან და მრავალმხრივ ვალდებულებებს, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული თეატრებიდან დაინტერესებული მკვლევარებისა და მხატვრების მუდმივი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პლატფორმის ნაწილს.

პოლონეთის ისტორიის მუზეუმიMuzeum Historii Polski w Warszawie (MHP) წარმოგვიდგენს პოლონეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს კავშირებს – სახელმწიფოს და ერს – განსაკუთრებული აქცენტი საპარლამენტო ტრადიციებზე, ინსტიტუტებისა და სამოქალაქო მოძრაობების თემატიკაზეა, ბრძოლაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. მუზეუმი მუშაობს პოლონეთის საერთაშორისო იმიჯის ჩამოყალიბების სფეროში, მუზეუმი უცხოელ ვიზიტორებს წარუდგენს პოლონეთის ისტორიას და კულტურას საინტერესო და გასაგები ფორმით. ამ მიზნით, იგი მონაწილეობს საერთაშორისო დიალოგში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეზობელ ქვეყნებს. ინსტიტუტი ასრულებს თავის მისიას ღია ფორმით, ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის და სამეცნიერო რესურსების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას მათი ციფრული პოტენციალის გამოყენების მიზნით. MHP არის პლებისციტის წლის ისტორიული მოვლენის (Wydarzenie Historyczne Roku) ორგანიზატორი, რომელიც მიზნად ისახავს ყველაზე საინტერესო ისტორიული წამოწყებების ორგანიზატორებისთვის, შემქმნელებისთვის და ინიციატორებისთვის პატივის მიგება.

https://muzhp.pl/pl

კულტურის ეროვნული ცენტრი – Narodowe Centrum Kultury (NCK) ინიციატორი და ორგანიზატორია უამრავი ღონისძიებებისა, რომელბიც პოლონური კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციას ეხება. ის ატარებს საგანმანათლებლო, კვლევით და სასწავლო საქმიანობას. მართავს ქვეყნის მასშტაბით საგრანტო, სასტიპენდიო და კულტურულ პროექტებს. NCK ასევე ახორციელებს დიდ, ციკლურ პროექტებს, კულტურის შემქმნელთა და მხატვრების მონაწილეობით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. NCK- ის საქმიანობის მაგალითია აღმოსავლეთის კულტურის ფესტივალი, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქების კულტურული თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და ევფონიის ფესტივალი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ეხება რეგიონალური საზოგადოების ტრადიციას და სხვადასხვა პერიოდისა და სტილის მუსიკის წარმოდგენას. https://www.nck.pl/

არქიტექტურისა და ურბანისტიკის ეროვნული ინსტიტუტი – Narodowy Instytut Architektury i Urbanistyki (NIAiU) შექმნილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, არქიტექტურული და ურბანული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და ცდილოს შეინარჩუნოს XX საუკუნის ეროვნული არქიტექტურული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, NIAiU ატარებს კვლევებს, გამოფენებსა და საგანმანათლებლო საქმიანობას და გამომცემლობით საქმიანობას. ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა თანამშრომლობის დაწყება არქიტექტორებთან, ადგილობრივ მმართველობებთან და საზოგადოებრივი სივრცის მომხმარებლებთან. https://niaiu.pl/

მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტი – Narodowy Instytut Dziedzictwa (NID) ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ  ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელება,  მემკვიდრეობის საფრთხეების ანალიზსა და მონიტორინგს. NID თანამშრომლობს ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან (მათ შორის UNESCO), რომლებიც მუშაობენ ეროვნული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, იგი კოორდინაციას უწევს ძეგლების ისტორიულ აღიარებას და ყველაზე დიდ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს ევროპაში „ევროპული მემკვიდრეობის დღეები“ – ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა ძეგლების პოპულარიზაციისთვის. https://www.nid.pl/pl/

მუზეუმებისა და ფონდების დაცვის ეროვნული ინსტიტუტი – Narodowy Instytut Muzealnictwa i Ochrony Zbiorów (NIMOZ) სპეციალიზირებულია მუზეუმებისა და მუზეუმების შესახებ ცოდნის შეგროვებასა და გავრცელებაში, აგრეთვე მუზეოლოგიის სფეროში შემუშავებული სტანდარტების თანა-შექმნა და კოლექციების დაცვა. ამასთან, იგი მონაწილეობს განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში პოლონეთის მუზეუმების მართვის სფეროში და მსოფლიოს მუზეუმების განვითარების უახლესი ტენდენციების პოლონეთის მუზეუმებში დანერგვის პროცესებში. იგი ასევე ეხმიანება საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონური მუზეუმის მიღწევების პოპულარიზაციას. NIMOZ ატარებს საგამომცემლო საქმიანობას და უამრავ ტრენინგს, რომელიც მიზნად ისახავს მუზეუმის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.

პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტი საზღვარგარეთ – Narodowy Instytut Polskiego Dziedzictwa Kulturowego za Granicą POLONIKA კონცენტრირებულია საზღვარგარეთ პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებში. განხორციელებული საკონსერვაციო, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტები ახდენენ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ასევე მისი მნიშვნელობის, სოციალური ცნობიერების ამაღლებას. საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითია ლვოვის საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. https://polonika.pl/

პოლონური კინოხელოვნების ინსტიტუტი – Polski Instytut Sztuki Filmowej (PISF) ინსტიტუტის მიზანია მსოფლიოში პოლონური კინოს შესახებ ცოდნის გავრცელება და საერთაშორისო თანამშრომლობა კინოს სფეროში, კერძოდ, მიზნად ისახავს თანაპროდუქციის წამოწყებას და კინოინდუსტრიის პოპულარიზაციას. ის სპეციალიზირებულია პოლონური ფილმების ცნობადობის გაზრდაზე მსოფლიოში საერთაშორისო ბაზრებზე მიმოხილვების, რეტროსპექტივების, სპეციალური შოუების, კონფერენციების და გამოფენების ორგანიზებაში. https://pisf.pl/