თბილისში პოლონური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პოლონური ენის კურსები ტარდება ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის კულტურისა და ხელოვნების დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, ლადო გუდიაშვილის ქუჩა, თბილისი.

კურსები უფასოა და მათ უძღვებიან გამოცდილი პოლონელი მასწავლებლები.

ცალკეულ ჯგუფებში გაწვევა ხდება წელიწადში ორჯერ (იანვარსა და სექტემბერში).