პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომობის დეკლარაცია:

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თავისი ვებგვერდის ხელმისაწვდომობა, საჯარო დაწესებულებების ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ 2019 წლის 4 აპრილის კანონის დებულებათა შესაბამისად. ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადება ვრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ვებგვერდის გამოქვეყნების თარიღი: 01.06.2020

ბოლო ძირითადი განახლების თარიღი:  01.06.2020

ვებგვერდი ნაწილობრივ შეესაბამება საჯარო დაწესებულებების ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ კანონს ქვემოთ ჩამოთვლილი  შეუსაბამობისა და გამონაკლისების გათვალისწინებით.

ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ფილმებს, რომლებზეც არაა დამატებული სუბტიტრები ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. გთხოვთ, მოგვმართოთ სამიდან ერთ-ერთ ფორმაზე კომუნიკაციის საჭიროების შემთხვევაში  პოლონური ჟესტური ენა (PJM), ენობრივ ნიშანთა სისტემა (SJM), ყრუ-უსინათლო პირთა კომუნიკაციის მეთოდი (SKOGN). გთხოვთ, შეტყობინება გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  bazi.tlumaczenia@msz.gov.pl.

დეკლარაცია შედგენილია 2020-05-29 დღეს.

დეკლარაცია შედგენილია საჯარო სამსახურის მიერ ჩატარებული თვითშეფასების საფუძველზე

ვებგვერდზე შესაძლებელია კლავიატურის კლავიშების სტანდარტული  კომბინაციების გამოყენება.

გამოხმაურება და საკონტაქტო ინფორმაცია

ვებგვერდის  ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: redakcja@msz.gov.pl. დაკავშირება შესაძლებელია აგრეთვე სატალეფონო ზარის განხორციელებით ნომერზე: 48 22 523 93 56. ამავე გზით შესაძლებელია მიუწვდომელი ინფორმაციის მიღების თაობაზე განაცხადის ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის არარსებობის გამო საჩივრის წარდგენა.

ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს ინტერნეტის ციფრულ ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე ან მის რომელიმე ელემენტზე  ხელმისაწვდომობა. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის ალტერნატიული წვდომის მეთოდებით მიღების მოთხოვნა, მაგალითად ციფრულად მიუწვდომელი დოკუმენტის წაკითხვა, ფილმის შინაარსის აღწერა აუდიოდესკრიფციის გარეშე და ა.შ. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განმცხადებლის შესახებ პირად მონაცემებს, მითითებას, თუ რომელ ვებსაიტზე ან მობილურ პროგრამაზე არის საუბარი, ასევე კონტაქტის ფორმას. თუკი მომთხოვნი აცხადებს, რომ მას სურს ინფორმაციის მიღება ალტერნატიული მეთოდის გამოყენებით, მან ასევე უნდა განსაზღვროს ამ ინფორმაციის მიღების მისთვის ხელსაყრელი ფორმა. საჯარო პირმა უნდა შეასრულოს მოთხოვნა დაუყოვნებლივ, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში. თუკი  ამ ვადაში მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, საჯარო პირი დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, თუ როდის შეიძლება მოთხოვნა შესრულდეს, ამასთან ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნის წარდგენიდან 2 თვეს. თუკი ციფრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, საჯარო პირს შეუძლია ინფორმაციაზე წვდომის ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო პირი უარს  განაცხადებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მოთხოვნის შესრულებაზე,  ან ინფორმაციაზე ალტერნატიული წვდომის საშუალების შეთავაზებაზე, მოთხოვნის წარმდგენს  შეუძლია შეიტანოს საჩივარი ციფრული ვებგვერდის, მობილური აპლიკაციების, ან ვებგვერდის ელემენტის ან მობილური აპლიკაციის ელემენტის ხელმისაწვდომობის შესახებ. ზემოაღნიშნული პროცედურის ამოწურვის შემდეგ,  შესაძლებელია ასევე განცხადებით მიმართვა სახალხო დამცველთან

 

ზემოაღნიშნული ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია საჩივრის გაგზავნა სახალხო დამცველთან.

არქიტექტურული ხელმისაწვდომობა

პოლონური ინსტიტუტი თბილისში გაცნობებთ, რომ საელჩოს შენობასა და მოსაცდელ ოთახებში არქიტექტურული ხელმისაწვდომობის პირობებში გარანტირებულია უფასო წვდომა ბარიერების გარეშე. შენობა აღჭურვილია კიბის პლატფორმითა და ლიფტით. შენობაში შესასვლელი და შენობის ყველა კარი შესაბამისი სიგანისაა, მაგრამ ეს შესასვლელები შესაძლოა აღჭურვილი იყოს ბარიერებით – კარები ავტომატურად არ იღება და არ იხურება. კომუნიკაციის ქსელი ქვეითად მოსიარულეთათვის აღჭურვილია დაბალი ბორდიურებით. საკონსულოს მოსაცდელ დარბაზში არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული ტუალეტი. მსგავსი სანიტარული გადაწყვეტილებები შეგიძლიათ იხილოთ მისაღებ ოთახებშიც. ინსტიტუტი არ ფლობს საკუთარი საპარკინგე სივრცეს შენობის წინ.