გაზაფხულით შთაგონებული სააღდგომო პოლონური კერძები ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის. სხვადსხვანაირი გარნირები, სუპები, სოსისი, ნამცხვარი, ყველაფერი ეს სასიამოვნოდ გაგაკვირებთ და, რაც მთავარია, დაგანაყრებთ.
ბაბკა (Babka)
მცირე ინგრედიენტებისგან დამზადებული ნახევრადტკბილი პური, რომელსაც ხშირად რომით გაჟღენთილ ქიშმიშს უმატებენ.
ჟურეკი (Żurek)
მჟავე ხორბლის სუპი მოხარშული კვრცხითა და სოსისით. ჟურეკს პოლონეთში მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ, თუმცა ის სააღდგომო სუფრაზეც აუცილებლად ხვდება. ჟურეკის უხეში გემო თავდაპირველად უცნაურია, თუმცა ის აუცილებლად შეგიყვარდებათ.
მოხარშული კვერცხი
მოხარშული კვერცხის გარეშე ხომ წარმოუდგენელია აღდგომა. აი, ასე, მარტივად — უბრალოდ მაგრად მოხარშული კვერცხი, რომელიც კალათში აწყვია ლამაზად მოხატული და რომელიც ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.
მოხარშული კვერცხი სატენით (Jajka faszerowane)
უბრალოდ მაგრად მოხარშული კვერცხის გარდა, სააღდგომო სუფრაზე ასევე ხშირად შეხვდებით მოხარშულ კვერცხს სატენით, რომელიც მდიდარია ცოცხალი მწვანილით, ყველით, მდოგვით, ხახვით ან საფანელით.
თეთრი სოსისი (Biała kiełbasa)
სააღდგომო სუფრებზე ხომ ბევრი ხორცია, შებოლილი, მოხარშული, ათასნაირი ფორმით. აი, პოლონურ სუფრაზე თეთრ სოსისს ხშირად ცენტრალური ადგილი უკავია. ის პოლონური სოსისების მრავალფეროვანი სახეობებიდან ერთერთი ყველაზე პოპულარულია. ხშირად საუზმეზეც მიირთმევენ. თეთრი სოსისი არ არის შებოლილი. ის მზადდება ღორის ხორცისგან და იკმაზება ნიორთან, შავ პილპილთან და მარჯორამთან ერთად.
პირშუშხა (Chrzan)
დიახ, მართლაც, ხშირად ვხვდებით მას ყველგან, თუმცა განსაკუთრებული ისაა, რომ სააღდგომოდ პოლონეთში მას სახლში, ოჯახურად, ამზადებენ. ზუსტად ამიტომაც სააღდგომო პერიოდში პოლონეთის მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე უამრავი პირშუშხის ფესვია გასაყიდი, წითელი თუ თეთრი. თუ არ გაგისინჯავთ, აუცილებლად უნდა გასინჯოთ, თუმცა ცხვირსახოცი მოიმარჯვეთ, რადგან ის ცრემლებს აუცილებლად ჩამოგადენთ.
პაშტეტი (Pasztet)
პოლონური პაშტეტი იგივე ხორცის ნამცხვარია, რომელიც მოხარშული ღვიძლისგან მზადდება. მისი არომატული მდიდარი გემო ნამდვილი სიამოვნებაა საუზმეზე. ხშირად მას ნაჭრებად ჭრიან და პურთან ერთად მიირთმევენ.
მაზურეკი (Mazurek)
მაზურეკი ალბათ ერთერთი პირველი ნამცხვარია, რომელიც სააღდგომოდ ცხვება. მაზურეკს ერთგვაროვანი სახე არ აქვს. ის განსხვავებულია თითოეულ ოჯახში, გააჩნია, ვინ ამზადებს. როგორც წესი ის რამდენიმე სხვადასხვაგვაროვან ფენას მოიცავს, მარმალადი, შოკოლადი, მშრალი ხილი თუ თხილი, ასე თუ ისე, მაზურეკი სააღდგომო სუფრას აუცილებლად ამშვენებს.