2010 წლის 10 აპრილს ვარშავიდან სმოლენსკის მიმართულებით გაფრინდა სპეც-თვითმფრინავი TU-154M, რომლის ბორტზე იმყფებოდaნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკი. იმ დღეს დელეგაცია მიფრინავდა კატინის სასაფლაოზე, რათა მონაწილეობა მიეღო კატინის გენოციდის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. თვითმფრინავში იმყოფებოდა 96 ადამიანი, მათ შორის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წევრები, სხვადასხვა სოციალური წრეებისა და ეკლესიის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და თვითმფრინავის ეკიპაჟი. ამ რეისის ყველა მგზავრი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რომელიც სმოლენსკის აეროპორტთან მოხდა.
კატინში მიმავალი დელეგაცია წარმოადგენდა პოლონურ ელიტას, სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური და სასულიერო წრეებს წარმომადგენლებს. მათ შორის იყვნენ სეიმისა და სენატის სპიკერების მოადგილეები, პარლამენტის წევრები, პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდლები, პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომლები, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროებიდან, ვეტერანთა და სოციალური ორგანიზაციებიდან, ასევე პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი დევნილობაში – რიშარდ კაჩოროვსკი ძველ ინტელიგენციასთან ერთად.
თვითმფრინავის მგზავრები მიემართებოდნენ სმოლენსკის მიმართულებით, რათა პატივი მიეგოთ 1940 წლის გაზაფხულზე კატინის ტყეში, მიედნოიში, ბიკოვინაში, კუროპატებში და ხარკოვში NKVD – ს მიერ საბჭოთა უმაღლესი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასიური ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი. კატინის სასაკლაოზე მოხვდნენ პოლონელი სამხედრო ტყვეები, რომელთა შორის იყვნენ: ოფიცრები, ინტელიგენციის წარმომადგენლლები, პროფესორები, სასულიერო პირები, მეცნიერები, მეწარმეები, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ელიტა.
კატინის სასაკლაო და სმოლენსკის ტრაგედია ორი უმძიმესი სიმბოლოა პოლონურ ინსტორიაში.
TU-154M თვითმფრინავის კატასტროფის გამო, პრეზიდეტი ლეხ კაჩინსკი ვერ გამოვიდა სიტყვით, რომელიც მას წინასწარ ჰონდა მომზადებული კატინის გენოციდის 70 წლისთავისათვის.
„მოდით, საბოოლოდ განვკურნოთ კატინის ჭრილობა, რათა ის ნაიარევად იქცეს“ – წერს პრეზიდენტი.
მისი სიტყვები, რომლის წარმოთქმაც ვერ მოახერხა 2010 წლის 10 აპრილს, დღესაც აქტუალურია ათი წლის შემდეგ.
იმ დღის მოვლენებმა შეძრა მილიონობით პოლონელი, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება. ფრენის მონაწილეები სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში.