მორცხვი გენიოსი
ლეგენდარული პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი ფრიდერიკ შოპენი სინამდვილეში საკმაოდ მორცხვი იყო. მას არ უყვარდა დიდი აუდიტორიის წინაშე დაკვრა და მაშინაც კი, როდესაც რაიმე ღონისძიებაზე ან წვეულებაზე უკრავდა, სანთლების ჩაქრობას ითხოვდა ხოლმე.
პატარა ვირტუოზი
შვიდი წლისამ პირველი საჯარო კონცერტი შეასრულა. შვიდივე წლისამ პირველი პოლონეზი დაწერა. შოპენის დედა პიანინოს მასწავლებელი იყო, მამა კი ფლეიტასა და ვიოლინოზე უკრავდა.
განსხვავებული სტილი
შოპენი 13 წელი სახლში სწავლობდა. 1826 წელს, როდესაც უკვე კონსერვატორიის სტუდენტი იყო და მუსიკის თეორიას ეუფლებოდა, მისი მასწავლებელი, კომპოზიტორი იოზეფ ელზნერი, ცდილობდა, ტრადიციული აკადემიური წესებში მოექცია შოპენი, თუმცა მალევე აღიარა, რომ შოპენის სტილი ზედმეტად განსხვავებული იყო, რომ ამ წესებში მოქცეულიყო და მას თავისუფლად განვითარების საშუალება მისცა. შოპენი ერთერთი უიშვიათესი კომპოზიტორთაგანია, რომლის სტილის მის ახალგაზრდობაშივე ჩამოყალიბდა და არ შეცვლილა ცხოვრების განმავლობაში.
მოკრძალებული მასწავლებელი
პარიზში ცხოვრებისას შოპენმა მდიდარი სტუდენტები შემოიკრიბა და პიანინოზე დაკვრას ასწავლიდა, თუმცა ზედმეტად მოკრძალებული იყო იმისთვის, რომ ფული ეთხოვა. ამიტომ სტუდენტები ფულს ბუხრის თავზე უტოვებნდენ ხოლმე.
ბოლო სურვილი
შოპენი 1849 წელს გარდაიცვალა 39 წლისა. გარდაცვალების მიზეზად ტუბერკულოზი დაასახელეს. მისი სხეული პარიზში დამარხეს, თუმცა შოპენის სურვილი იყო, რომ მისი გული ამოეკვეთათ და პოლონეთში წაეღოთ. ასეც მოხდა, მისი გული კონიაკით სავსე ქილით ჩაიტანეს პოლონეთში და წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში ჩააყოლეს. ეკლესია ვარშავაში, პოლონეთის დედაქალაქშია განთავსებული.
შოპენის ნამუშევრების უმეტესობა ფორტეპიანოსთვის არის დაწერილი. ის არ წერდა სიმფონიური ორკესტრისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.