ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი ვირტუალურ სივრცეში აშენებს ინტერაქტიულ ბაღს, რომელიც შთაგონებულია კშიშტოფ პენდერეცკის შემოქმედებით. “პენდერეცკის ბაღი” ნოემბერში აყვავდება, მაგრამ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ თვალი ადევნონ პროექტის განვითარებას.
პენდერეცკის ბაღი ეს არის ციფრული პროექტი, რომელიც არა მხოლოდ კომპოზიტორის ხსოვნას ეძღვნება, არამედ მის პერსონასთან გვაახლოებს და აჩვენებს მის გავლენას თანამედროვე მსოფლიო მუსიკასა და ხელოვნების სხვა სფეროებზე.
ვირტუალურ სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ხელოვანის ნამუშევრებს, გაეცნონ მის მხატვრულ და პირად ბიოგრაფიას. ამასთან, ეს იქნება არა მხოლოდ ცოდნის ბაზა, არამედ მხატვრული სივრცე, რომელშიც წარმოდგენილია კშიშტოფ პენდერეცკის შემოქმედებით შთაგონებული მხატვრების ნამუშევრები.
პენდერეკის ბაღი საერთაშორისო აუდიტორიისკენაა მიმართული – მთელი შინაარსი ინგლისურ ენაზე იქნება წარმოდგენილი. პრემიერა დაგეგმილია 23 ნოემბერს, ხელოვანის დაბადების წლისთავისთვის. უკვე www.PendereckisGarden.pl- ზე შეგიძლიათ ნახოთ როგორ ვითარდება პროექტი.
ლოდინის დროს, შეგიძლიათ ითამაშოთ ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ თამაში ხმოვან მეხსიერებაზე, რომელშიც სურათების ნაცვლად, მოთამაშემ კშიშტოფ პენდერეცკის ნამუშევრების ფრაგმენტები უნდა შეაერთოს. თამაში შეგიძლიათ ნახოთ www.MemoryPenderecki.pl.
პროექტი საერთაშორისო კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც კოორდინირებულია ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ, რომელიც ხორციელდება მრავალწლიანი პროგრამის NIEPODLEGŁA – ს ფარგლებში, 2017-2022 წლების განმავლობაში.