Projekt Georgian-Polish Expedition for Kutaisi Archaeological Landscape (EKAL Project) sezon 2018 oraz 2019 r.
2018-2019 წლების სეზონზე პროექტის Georgian-Polish Expedition for Kutaisi Archeological Landscape (EKAL Project) ფარგლებში აღმოჩენილ იქნა ანტიკური პერიოდის თხრილი, რომელიც ქუთაისში, დათეშიძისა და გაბაშვილის გორაკების მახლობლად მდებარეობს. კვლევის წინასწარი შედეგები არის პირველი მტკიცებულება რეგულარული არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი თხრილის არსებობისა (რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ქალაქში რაიმე ინვესტიციასთან). უდავოა, რომ აღმოჩენილ თხრილს თავდაცვითი დანიშნულება ექნებოდა, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთში შესაძლოა წვიმის წყლის სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებდა. პირველი ფუნქცია გულისხმობს, რომ იგი გამიზნული იყო კოლხეთის რუკაზე გვიანი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი) ძალიან მნიშვნელოვანი დასახლების ან დასახლებული პუნქტის დასაცავად. მკვლევართა ნაწილი სწორედ თანამედროვე ქუთაისს აიგივებს უძველეს ქალაქ აიასთან არგონავტების მითიდან. დასახლება სავარაუდოდ ზემოაღნიშნული გორების მახლობლად მდებარეობდა. კვლევებს ძალიან ართულებს ის, რომ ეს ტერიტორია ძლიერაა შეცვლილი ადამიანის მიერ. აქედან გამომდინარე, ეს აღმოჩენა შესაძლოა იყოს ერთადერთი დაუზიანებელი მტკიცებულება ამ ადგილზე მნიშვნელოვანი ცენტრის არსებობისა. თხრილის სიღრმე 6 მეტრია, ხოლო სიგანე 10 მ. წინასწარი ინტერპრეტაცია იმაზე მიანიშნებს, რომ სულ მცირე ორეტაპიანია, ანუ გამოიყენებოდა როგორც გვიანი ბრინჯაოს ხანის პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისი), ასევე თავის ფუნქციას იგი ანტიკურ ხანაშიც (ძვ. წ. VI-IV საუკუნეები) ასრულებდა. თხრილის ზედა ფენები შედგებოდა ძირითადად ანტიკური კერამიკისა და დიდი ოდენობით კერამიკული სამშენებლო მასალებისაგან, ანუ თიხისაგან, რომელიც გამოიყენებოდა ხის კონსტრუქციის კედლების ამოსავსებად, მაგ. სახლებში. ამ პერიოდის კერამიკული კოლექციიდან აღმოჩენილია პითოსების, ქვევერების, დოქებისა და თასების ფრაგმენტები. ადგილობრივი წარმოების კერამიკის გარდა აღმოჩენილ იქნა საბერძნეთიდან, კვიპროსიდან და პონტოს რეგიონიდან (თანამედროვე თურქეთის ჩრდილოეთ სანაპირო) შემოტანილი ნაწარმიც. ქვედა ფენებში არქეოლოგებმა აღმოაჩნეს ტიპიური კოლხური ჭურჭელი, რომელიც გვიანი ბრინჯაოს ხანითაა დათარიღებული. კვლევებს აწარმოებენ იაცეკ ჰამბრუგი, კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრიდან და როლანდ ისაკაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, პოლონური ეროვნული ფონდის და პოლონური ინსტიტუტის თანადაფინანსებით.
📌 Krukowski Interdisciplinary Research Center
🔗 https://www.heritagesites.ge/ka
🔗 https://www.pfn.org.pl/
🔗 https://instytutpolski.pl/tbilisi