პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, გვიყვება პოლონური სამზარეულოს პოპულარული კერძის – „პიეროგი რუსკიე“ – ს შესახებ და გვიხსნის, რომ „რუსკიე“ არ ნიშნავს რუსულს. კულინარიული დიპლომატია არის მშვენიერი შესაძლებლობაა საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის, საუბარი ისტორიაზე და რთულ პოლიტიკურ პროცესებზე სამზარეულოს პრიზმიდან. „პიეროგი რუსკიე“ შესანიშნავი მაგალითია პოლონეთის ურთიერთობების ასახსნელად კრესებთან და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან. Food TV – ის მიერ მომზადებული რეპორტაჟსი მიზანია პოლონურ ქართული ურთიერთობებზე საუბარი, მეზობლობა შავ ზღვაზე შუასაუკუნეებში, როდესაც დიდმა თავადმა ვიტოლდმა მიაღწია დღევანდელი ოდესის ტერიტორიას და როგორც მეფე იაგელოს მოკავშირემ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები იბერიისა და კოლხეთის სამეფოებთან. და მერე, ტრაპიზონელი ასტრონომი, ბიზანტიის იმპერატორის ქვეშევრდომი, რომელიც თამარ მეფის კარზე აღიზარდა, სწორედ მან შთააგონეს ნიკოლოზ კოპერნიკი ჰელიოცენტრული თეორიის შექმნისაკენ. ბევრი რამ აერთიანებს პოლონეთსა და საქართველოს. ყველაფრის ახსნა და მოყოლა შეიძლება პიეროგების მომზადების პროცესში.