გეპატიჟებით პოლონური ენის (ვირტუალურ) ფესტივალზე საქართველოში.
ლექციები ვიდეო პრეზენტაციების სახით უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YouTube არხზე.
1. “იმედის სხვადასხვა სახეები …” – ლექცია, რომელსაც უძღვება დოქტორი მარია კუცი.
“იმედი მაქვს” – რთული გამოცდილებისას, ეს სიტყვები ჩვენს ოპტიმიზმს გამოხატავს. რა არის იმედი? როგორ განვსაზღვროთ იგი? რომელი სიტყვებით გამოვხატოთ? ზოგი ამბობს, რომ “ბოლოს კვდება” და, შესაბამისად, საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ სიტუაციაში გვჯეროდეს უკეთესობისაკენ ცვლილების. სხვები მას “სულელების დედას” უწოდებენ. იმედი შეიძლება გავაღვიძოთ, გავზარდოთ, როგორც ადამიანი, თუმცა ასევე შეიძლება მისი დაკარგვაც – ძვირფასი საგნის მსგავსად. სიტყვა იმედის ანალიზის საფუძველზე, შევეცდებით აღვიქვათ მისი პოლონური გაგება.
დოქტორი მარია კუცი – ენათმეცნიერი, პოლონური ენის პედაგოგი, ცენტრ “Polonicum” UW-ის უფროსი ასისტენტი. მისი ინტერესის სფეროებია ფუნქციური გრამატიკა, ენობრივი სემანტიკა და ფსიქოლოგია.
2. “რა სჭირს ამ გულს …?” – ლექცია, რომელსაც უძღვება კატაჟინა კოუაკ-დანი.
დღეს, როდესაც ადამიანების უმეტესობა ჩქარობს და ხშირია ვირტუალური მეგობრობა, ასპარეზობა ფულისთვის, ლაიქები, წარმატება და ახალი სელფებით სავსე მოდური ალბომები, ვინმეს აინტერესებს, რა სჭირს ამ გულს? შემთხვევით, გული შორს ხომ არ აღმოჩნდა მუდმივად გამეორებულ ისეთ ლოზუნგებში, როგორიცაა მიზეზი, ინტელექტი, ფაქტი, მანძილი, ლოგიკა? როგორ უმკლავდება გული ამ მტკივნეული, ცივ, ცინიკურ რეალობას?ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი და მოვძებნოთ ადგილები, სადაც გული ჯერ კარგად გრძნობს თავს.
კატაჟინა კოუაკ-დანი – პედაგოგი, ვარშავის უნივერსიტეტის “პოლონიკუმის” ცენტრის ასისტენტი. მას აინტერესებს კულტურა და დრამა უცხო ენების სწავლებაში, ავტობიოგრაფიზმი და მე-19 და მე-20 საუკუნეების თეატრის ისტორია.
3 “დიდი ხანი ვერ ვუმკლავდებოდი …” ლექცია, რომელსაც უძღვება ტომაშ ვეგნერი.
”დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს შენელებას, რათა კოლაფსი აირიდოს თავიდან, ამიტომაც ეს სიტყვა ჩვენი საექსპორტო პროდუქტი უნდა გახდეს” (გ. პლებანეკი). ახალი სიტყვები, მოდური სიტყვები, სიტყვები ერთი სეზონისთვის და სიტყვები სამუდამოდ. პრეზენტაციის დროს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ენა ცვალებად რეალობაზე. როგორ ეხმარება მას უარყოფით ემოციებთან ბრძოლაში. ჩვენ ასევე გავამახვილებთ ყურადღებას სიტყვის ძალაზე რთულ სიტუაციებში. ათვლის წერტილი იზოლაცია, სოციალური დისტანცია იქნება და იმ სხვა სიტყვებსაც შევეხებით, რომელიც პოლონურ ენას სხვადასხვა მიზეზების გამო “შემორჩა”.
ტომაშ ვეგნერი – ენის პედაგოგი და ვარშავის უნივერსიტეტის “პოლონიკუმის” ცენტრის ასისტენტი. იგი ასწავლის პოლონურს და ატარებს ლექციებს პოლონურ კინოზე. მეცნიერულად არის დაკავებული პოპულარული მუსიკითა და კულტურით.
4. “დაე, უიმედობამ არ ჩააქროს იმედი” ან ლეოპოლდ ტირმანდის თავგადასავალი – ონლაინ შეხვედრა ZOOM-ში, პაულინა პოტაშინსკასთან ერთად.
მწერალი, ჟურნალისტი, ჯაზის ექსპერტი, პოლიგლოტი, ემიგრანტი – ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ რეგალიებისა, რომელიც ლეოპოლდ ტირმანდს მიეწერება – მხატვარს, რომელმაც იმედი არ დაკარგა მიუხედავად ბევრი სირთულეებისა. ონლაინ შეხვედრის დროს წამყვანი წარმოგიდგენთ საკულტო კრიმინალური რომანის, Zły-ს ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებას. შემდეგ მონაწილეები წაიმუშავებენ თავიანთი ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებაზე: წაიკითხავენ სტატიას ტირმანის შესახებ, განიხილავენ მას მასწავლებელთან ერთად და შეასრულებენ დავალებებს.
პაულინა პოტაშინსკა – ლიტერატურათმცოდნე; ვარშავის უნივერსიტეტის “პოლონიკუმის” ცენტრის ასისტენტი, ვარშავის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის მე-20 და 21-ე საუკუნის ლიტერატურის განყოფილების დოქტორანტი. სამეცნიერო ინტერესები: მე-20 და 21-ე საუკუნის პოლონური ლიტერატურა და კულტურა, ვარშავის თემები, პოლონური ენის სწავლება, პოლონური ენის კულტურა.