16.02.2021 ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გეპატიჟებათ არაჩვეულებრივ გამოფენაზე “ჰენრიკ სტრენგი / მარეკ ვლოდარსკი და ებრაულ-პოლონური მოდერნიზმი”.

გამოჩენილი მხატვარი და პედაგოგი დაიბადა ლვოვში, როგორც ჰენრიკ სტრენგი და გარდაიცვალა ვარშავაში, როგორც მარეკ ვლოდარსკი. ის გახლდათ პოლონელიც და ებრაელიც. უნდა გამხდარიყო მევიოლინე, მაგრამ გახდა მხატვარი.

სწავლობდა ლვოვის თავისუფალი სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ასევე ფერნან ლეჟესთან პარიზში.

მხატვრის არაჩვეულებრივმა ბიოგრაფიამ, ომის გამოცდილებამ, ორმა ტოტალიტარიზმმა: ნაცისტურმა და სტალინისტურმა ღრმა კვალი დატოვა მის შემოქმედებაში. ომის დროს ორი წლის განმავლობაში იმალებოდა იანინა ბროშის სახლში. თავის გადასარჩენად ვინაობა შეიცვალა. მოხვდა შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც არაადამიანურ პირობების მიუხედავად განაგრძობდა შემოქმედებას.

გამოფენა წარმოგვიჩენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის მხატვრულ გამოვლინებებს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მის დროს და მის შემდეგ.გეპატიჟებით!

Henryk Streng/Marek Włodarski and Jewish-Polish Modernism – Museum of Modern Art in Warsaw (artmuseum.pl)

source: Museum of Modern Art in Warsaw, press materials, photo Krzysztof Wilczyński


Scheduled ვიზუალური ხელოვნება სიახლეები