2021 წლის 4 მარტს, პოლონეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის რადოსლავ კარაშევიჩ-შჩიპიორსკის დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა, აგრეთვე ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ღირსების მედალი. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი, ვოიჩეხ კოლარსკი და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დეკანი, პროფესორი ბარტოშ კონტნი.
source: Embassy of Georgia to the Republic of Poland