19.04.2021 ისტორია, სიახლეები

ვარშავის გეტოს აჯანყების 78-ე წლისთავი

78 წლის წინ, 1943 წლის 19 აპრილს, ვარშავის გეტოს აჯანყება დაიწყო. ეს იყო ებრაელთა ყველაზე დიდი შეიარაღებული დაუმორჩილებლობა მეორე მსოფლიო ომის დროს და ამავდროულად, პირველი ურბანული ამბოხი ოკუპირებულ ევროპაში. 


თითქმის ერთთვიანი ბრძოლის დროს, ებრაელთა საბრძოლო ორგანიზაციისა და ებრაელთა სამხედრო კავშირის ცუდად შეიარაღებული მებრძოლები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ SS-ს, ვერმახტს, უსაფრთხოების პოლიციასა და დამხმარე ფორმირებებს. იმ დროს, გერმანელებმა გეტო მიწასთან გაასწორეს და მეთოდურად გადაწვეს თითოეული სახლი. მხოლოდ რამდენიმე აჯანყებულმა მოახერხა გადამწვარი გეტოდან თავის დაღწევა კანალიზაციის საშუალებით.  ამ აჯანყებამ სამუდამოდ შეცვალა ვარშავის ტოპოგრაფია … მისი ისტორია და თვითმყოფადობა.


“არსებობს ისეთი ლამაზი სიტყვები, როგორიცაა: ღირსება, კაცობრიობა. ჩვენ ამას ვიცავდით” – თქვა მარეკ ედელმანმა, იატაკქვეშა აჯანყების ერთერთმა ლიდერმა.


ამ დღეს, პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი POLIN ყოველწლიურად აწყობს სოციალურ და საგანმანათლებლო კამპანიას. ჩვენ ვუერთდებით იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც გმირულად დადგა ღირსების დასაცავად.
ვრცლად ვარშავის გეტოს აჯანყებისა და მოწმეთა მონათხრობის შესახებ:

Powstanie w getcie warszawskim. Informacje historyczne | Muzeum Historii Żydów Polskich POLIN w Warszawie

Scheduled ისტორია სიახლეები