28.05.2021 - 7.10.2021
ისტორია, სიახლეები
პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის შესანიშნავი აღმოჩენა.
ქუთაისში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინეს, რომლის წარმოშობაც ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებით თარიღდება, ანუ ოქროს საწმისის მაძიებელ არგონავტთა კოლხეთში მითიური ლაშქრობის ეპოქით.
კვლევის ახალი მეთოდების წყალობით, ექსპედიციამ დაადგინა, რომ ქუთაისის ისტორია იმაზე რამდენიმე ასეული წლით ძველია, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ. უძველესი დასახლების საფორტიფიკაციო ნაგებობების სისტემა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებით თარიღდება და არა ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით.
აღნიშნული აღმოჩენები სრულიად ახალ ელფერს სძენს ამ ადგილის ისტორიას.
არქეოლოგების დასკვნები პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ანდჟეი დუდას წარუდგინეს საქართველოში ვიზიტისას.
from to
Scheduled ისტორია სიახლეები