პოლონელ ინოვატორებს საშუალება ექნებათ აირჩიონ პროექტის უცხოეული პარტნიორი და უფრო თავისუფლად, ვიდრე ადრე, განახორციელონ პროექტები სხვადასხვა ბიუჯეტით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეწარმეებს, კვლევით ორგანიზაციებსა და კონსორციუმებს.
თანადაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას სამრეწველო კვლევისა და განვითარებითი სამუშაოების რეალიზაციისთვის. კონკურსში შეტანილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს Lista Krajowych Inteligentnych Specjalizacji ამჟამინდელი ჩამონათვალის ერთ პროფილს მაინც. კონკურსში მონაწილეობის პირობაა პოლონელი განმცხადებლის მიერ საერთაშორისო კონსორციუმის ხელშეკრულების დადება მინიმუმ ერთ უცხოელ პარტნიორთან, რომელიც შეიძლება იყოს მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთანაც პოლონეთი ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.
განმცხადებლის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობათა თანადაფინანსების მინიმალური ოდენობაა 400,000 პოლონური ზლოტი, ხოლო მაქსიმალური – 1.5 მილიონი პოლონური ზლოტი. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 10 მილიონ პოლონურ ზლოტს!
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2021.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ NCBR-ის ვებგვერდზე: