ამ შემოდგომისთვის ბევრი ძალიან კარგი წიგნი მოგიმზადეთ.
წიგნების პრეზენტაციას პოლონელი ნობელიანტით, ოლგა ტოკარჩუკით ვიწყებთ, რომელსაც ალბათ დიდი წარდგენა არ სჭირდება. მისი ყველაზე გაყიდვადი ნაშრომია „იაკობის წიგნები“, რომელიც 37 ენაზეა გამოცემული. აღნიშნული რომანი უკვე ქართულადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, კატია ვოლტერსის თარგმანით.
ეს არის წიგნი ტოკარჩუკის შემოქმედების მცოდნეებისა და ენთუზიასტებისთვის. რა თქმა უნდა, იგი კონცენტრაციას და ინტელექტუალურ ჩართულობას მოითხოვს, რადგან მასში წარმოდგენილია რთული ნარატივი, მრავალი განსხვავებული ხმა, არაერთი ამბავი კულტურაზე, რელიგიაზე, წეს-ჩვეულებებსა და ისტორიულ სიმართლეზე.
უჩვეულო, რთული და ამავდროულად მომხიბლავი, მონუმენტური მონათხრობი.
აუცილებლად წაიკითხეთ!
წიგნის გამომცემელია გამომცემლობა “ინტელექტი”, ხოლო პროექტის თანადამფინანსებელია პოლონური ინსტიტური თბილისში.
illustration: Intelekti Publishing