წარმოგიდგენთ ბარბარა კლიცკას სადებიუტო რომანს “სანატორიუმი”
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წიგნს გიზიარებთ, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა პოლონურიდან.
გდინიას ლიტერატურული პრემიისა და Nagroda Silesius-ის მფლობელის, ბარბარა კლიცკას დებიუტი, სახელწოდებით: “სანატორიუმი”.
ისტორია ახალგაზრდა ქალზე, კამაზე, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ სანატორიუმში დასასვენებლად მიემგზავრება. ბევრი ხმით, ტკივილით, გროტესკით და ბედისწერით სავსე სანატორიუმი სუროგატული სამოთხის ანარეკლიცაა, სადაც სიცოცხლის საზრისის დაბადება-არდაბადების საკითხი წყდება.
თხრობის სადა და მინიმალისტური ფორმით, წარსულისა და მომავლის გასაყარზე მოხელთებული სიმშვიდით, პერსონაჟთა მოულოდნელი პერსპექტივებით, ავტორი დაძაბულობის ისეთ ხარისხს ქმნის, რომელიც სულ სხვაგვარად აშუქებს სანატორიუმში გამწესებული გმირ(ებ)ის ერთი შეხედვით ერთფეროვან და აუმღვრეველ თავგადასავალს.
წიგნის გამომცემელია გამომცემლობა “ინტელექტი”, ხოლო პროექტის თანადამფინანსებელია პოლონური ინსტიტური თბილისში.
გულითადად გირჩევთ!
illustration: Intelekti Publishing