კიდევ ერთი ლიტერატურული შეთავაზება ოლგა ტოკარჩუკის თაყვანისმცემლებისთვის.
წარმოგიდგენთ ამ სეზონის ერთ-ერთ ჰიტს – „შოტლანდიური თვე” კატია უოლტერსის თარგმანით.
პოლონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“ სრულიად განსხვავებული ხედვით წარმოაჩენს ადამიანის შინაგან სამყაროს. თავადაც გამორჩეული და უცნაური, მაგიური ნიჭისა და უფაქიზესი შეგრძნებების მწერალი, რომლისთვისაც ცალკეული ადამიანი და მისი ხვედრი ძალზე მნიშვნელოვანია, წიგნში აღწერს პერსონაჟთა ისეთ განცდებსა და ქცევებს, რომელთა ბოლომდე ახსნასაც (მით უფრო − მათგან გათავისუფლებას) ისინი ვერ ახერხებენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათი უმეტესობა გაჭირვებით უმკლავდება თავის უცნაურ და გაუსაძლის ყოფას, უფრო უიღბლოები კი ან რეალურად არიან ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე, ან სხვების თვალში მოჩანან ასეთებად.
ავტორი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად აერთიანებს ლიტერატურულ ფანტასტიკას რეალობასთან და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საოცრად შეუძლია თხრობა, განურჩევლად თემისა.
აუცილებლად წაიკითხეთ!
illustration: Intelekti Publishing