6-10 დეკემბერს კატოვიცის საერთაშორისო კონგრეს ცენტრი გაეროს მსოფლიო ციფრულ სამიტს უმასპინძლებს – IGF 2021.
ეს იქნება 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული მოვლენა.
წლევანდელი ციფრული სამიტის სლოგანია Internet United, ანუ ღია, თავისუფალი და განუყოფელი ინტერნეტი.
სამიტს დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიო გუტიერეში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – მარგრეტე ვესტაგერი, დიგიტალიზაციის რამდენიმე ათეული მინისტრი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები და სამეცნიერო საზოგადოება.
პოლონეთი ინტერნეტის მომავლის შესახებ ორგანიზებული გლობალური დისკუსიის დედაქალაქი გახდება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა გამორჩეულად საინტერესო დისკუსიებისა და სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაცია:
IGF2021 – IGF2021 – Gov.pl website (www.gov.pl)
ციფრულ სამიტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის, რეგისტრაციაა სააჭირო. იხილეთ ინსტრუქცია:
Find out how to register for the UN Internet Governance Forum – IGF 2021 – YouTube