გუშინ საღამოს თბილისში, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან უკრაინის მხარდაჭერის აქცია გაიმართა. მას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, უკრაინის ელჩის მოადგილე ანდრეი კასიანოვი, პოლონელები, ქართველები და უკრაინელები. აქციაზე იყვნენ ის რუსები და ბელარუსები, რომლებმაც პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმებისგან თავშესაფარი საქართველოში იპოვეს.
ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.