23.03.2022 სიახლეები

ვერცხლის მედალი „Zasłużony Kulturze Gloria Artis” “ ქალბატონ ნანა შარიქაძეს.

გვაქვს პატივი განვაცხადოთ, რომ მინისტრთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრმა, პროფესორმა პიოტრ გლინსკიმ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ქალბატონი ნანა შარიქაძე, კულტურის დამსახურებისთვის – Gloria Artis ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.

ეს არის პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი, რომელიც კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. ქალბატონი შარიქაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.გულითადად ვულოცავთ.

Scheduled სიახლეები