28.03.2022 სიახლეები

საფოსტო მარკა “ჩვენ შენთან ვართ!”, როგორც პოლონეთის სოლიდარობის გამოხატულება

სპეციალური საფოსტო მარკა “ჩვენ შენთან ვართ!”, მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა უკრაინისადმი, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნისთვის იბრძვის. აღნიშნული მარკა პოლონეთის ფოსტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

ახალი ფილატელიური გამოცემის პრემიერა, რომელიც 3 მილიონამდე ადრესატს მიაღწევს, 2022 წლის 25 მარტს ვარშავაში შედგა. მას ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შიმონ შინკოვსკი ველ სეკი, Poczta Polska-ს გამგეობის პრეზიდენტი ტომაშ ზდჟიკოტი და პოლონეთში უკრაინის ელჩის მოადგილე ოლეჰ კუტსი.

Scheduled სიახლეები