გვაქვს პატივი განვაცხადოთ, რომ მინისტრთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრმა, პროფესორმა პიოტრ გლინსკიმ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ქალბატონი ნანა შარიქაძე, კულტურის დამსახურებისთვის – Gloria Artis ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.
ეს არის პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი, რომელიც კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. ქალბატონი შარიქაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.გულითადად ვულოცავთ.