უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებული ქ. ბუჩადან მოსულმა ამბებმა საშინელი ემოციებით, ბრაზით და სამართლიანობის მიღწევის სურვილით აგვავსო.
შეიარაღებული კონფლიქტისას, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული სასტიკად არის აკრძალული ჰუმანიტარული კანონით, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით, საერთაშორისო სამართლით.
კეფაში გამჭოლი გასროლით მოკლული, გაკოჭილი მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები გვახსენებს სტალინური და ნაცისტური ტოტალიტარიზმის ყველაზე ბნელ პერიოდებს.
ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ უსასტიკეს დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.