პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ დღეს 9 აპრილის მემორიალი შეამკეს ყვავილებით და სანთლები დაანთეს.
იმ ისტორიულ დღეს, 21 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა საბჭოთა არმიის მხეცური ძალადობის შედეგად.ამ მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი უკრაინაში წასული ქართველი მოხალისეების ხსოვნის სიმბოლოც გახდა. მათ რუსი დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე.