1943 წლის 19 აპრილს, ვარშავის გეტოში აჯანყება დაიწყო. ეს მოხდა მაშინ, როცა პესახის ებრაული დღესასწაულის წინა დღეს ჰაინრიხ ჰიმლერმა გეტოს საბოლოო ლიკვიდაცია დაიწყო. ეს იყო პოლონელი ებრაელების პირველი ასეთი მასშტაბური სამხედრო მოქმედება ნაცისტების წინააღმდეგ და ამავდროულად, ევროპაში პირველი ურბანული აჯანყება გერმანული ოკუპაციისას. წარმატების მცირე შანსების მიუხედავად, ეს აჯანყება წინააღმდეგობის და ებრაული თემის ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
ამ მოვლენის 79-ე წლისთავზე გვსურს, დაღუპულთა ხსოვნას მივაგოთ პატივი. მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდით ყოველწლიურ სოციალურ და საგანმანათლებლო კამპანია „Żonkile“-ს, რომელიც პოლონელ ებრაელთა ისტორიის მუზეუმის, POLIN-ის მიერ არის ორგანიზებული.
დეტალური ინფორმაცია:
What is the Warsaw Ghetto Uprising Campaign? | Muzeum Historii Żydów Polskich POLIN w Warszawie
illustration: Museum of the History of Polish Jews POLIN