წელს 90 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც პოლონელმა მათემატიკოსებმა ენიგმას შიფრი გატეხეს.
მარიან რეჟევსკიმ, იერჟი როჟიცკიმ და ჰენრიკ ჟიგალსკიმ ენიგმა ჯერ კიდევ 1932 წლის 31 დეკემბერს გაშიფრეს.
მათ კოდის გატეხვის ძალიან ეფექტური მეთოდი შეიმუშავეს, რის წყალობითაც ყოველდღიური შიფრის დადგენას მხოლოდ 15 წუთი სჭირდებოდა. სამწუხაროდ, 1939 წელს გერმანელებმა კოდირების სისტემა შეცვალეს. ეს პოლონური გუნდისთვის შემდგომი, ძალიან ძვირადღირებული აქტივობების დაწყებას ნიშნავდა. აუცილებელი ხარჯები იმდენად გაიზარდა, რომ გადაწყდა, პოლონური მოწყობილობები და ვრცელი დოკუმენტაცია ბრიტანელებისა და ფრანგებისთვის გადაეცათ. შესაბამისად, ენიგმას გაშიფრვაზე მუშაობა Bletchley Park-ში დაიწყეს, ალან ტურინგის ხელმძღვანელობით.
პოლონელი და ბრიტანელი მშიფრავების მიღწევების წყალობით, მოკავშირეებს წვდომა ჰქონდათ ნაცისტების გრიფით საიდუმლო ინფორმაციაზე. ისტორიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ენიგმას კოდის გატეხვამ მეორე მსოფლიო ომი უფრო სწრაფად დასრულდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
photo: commons.wikimedia.org/public domain