გუშინ იანვრის აჯანყების 160-ე წლისთავი აღვნიშნეთ.
აჯანყება 1863 წლის 22 იანვარს პოლონეთის სამეფოში, ხოლო 1863 წლის 1 თებერვალს ლიეტუვის დიდ საჰერცოგოში დაიწყო.
ეს იყო პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის მოსახლეობის ყველაზე დიდი და ხანგრძლივი აჯანყება რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.
აჯანყენის შედეგები უმძიმესი იყო: 20 000 აჯანყებული ბრძოლაში დაეცა, დაახლოებით 1 000 სიკვდილით დასაჯეს რუსებმა, ხოლო 38 000 ციმბირში გააგზავნეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ პოლონელებმა მრავალი რეპრესიები გამოიარეს. მაგალითად, მთლიანად გადაწვეს ის ქალაქები, რომლებსაც აჯანყებულები აფარებდნენ თავს.
უმძიმესად გაუსწორდნენ მრავალ ქალაქს, მათ შორის ვილნიუსს. დააწესეს მაღალი ხარკი, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობა, დაიწყო პოლონეთის მიწების ინტენსიური რუსიფიკაცია.
თუმცა, აჯანყებამ კიდევ უფრო გააძლიერა დამოუკიდებლობის სული და მომავალი თაობების სწრაფვა ეროვნული სუვერენიტეტის აღსადგენად.
იანვრის აჯანყების დაწყების 160-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაქვეყნებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
illustration: Chancellery of the Prime Minister of Poland (@PremierRP_en) / Twitter