20.02.2023 სიახლეები

ნიკოლოზ კოპერნიკის დაბადების 550-ე წლისთავი

გუშინ, დიდი პოლონელი ექიმის, იურისტის, ეკონომისტის, მათემატიკოსისა და ასტრონომის, ნიკოლაი კოპერნიკის 550-ე იუბილე აღვნიშნეთ.

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი დისერტაცია იყო: “ციური სფეროების რევოლუციების შესახებ”, სადაც მან მზის სისტემის ჰელიოცენტრული სტრუქტურა აღწერა. ცაზე დაკვირვების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და არა პირიქით, როგორც ადრე ეგონათ. მისმა ჰელიოცენტრულმა თეორიამ რევოლუცია მოახდინა არა მხოლოდ კოსმოსურ მეცნიერებაში, არამედ სამყაროში ადამიანის ადგილის აღქმაშიც.

ცნობილი ასტრონომის დაბადების წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა 2023 წელი ნიკოლაი კოპერნიკის წლად გამოაცხადა.

photo:Poland.pl/Twitter.com

Scheduled სიახლეები