25-28 მაისს თბილისში წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც საპატიო სტუმარი პოლონეთი იყო.
თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:
– ცენტრ “Pogranicze”-ს თანადამფუძნებელი კჟიშტოფ ჩიჟევსკი – “მსოფლიოს პატარა ცენტრი”;
– პროფ. ლუკაშ კამინსკი, რომელმაც აუდიტორიას Ossolineum Publishing House-ის ისტორია გააცნო – პოლონური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრის;
– ჟურნალ “Pro Georgia”-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, პროფ. დავით ყოლბაია;
– პოეტი, ესეისტი, ქართულად ნათარგმნი რომანის, „სანატორიუმი“-ს ავტორი ბარბარა კლიცკა;
– ჟურნალ „New Eastern Europe“-ს რედაქტორი ივონა რაიჰარდტი;
– ლექსების, ფსალმუნების, მოთხრობებისა და რომანების ავტორი იულია ფიდორჩუკი;
– მწერალი, მთარგმნელი, მხატვარი და ქართულად ნათარგმნი რომანის, „ლალას“ ავტორი იაცეკ დენელი;
– უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმირ შეიკო;
– უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი, პუბლიცისტი პოეტი, და ავტორი წიგნისა „აღმოსავლეთ ევროპა 1989 წლიდან“, მიკოლა რიაბჩუკი,
– Herito-ს მთავარი რედაქტორი ბარტოშ სადულსკი,
– ონლაინ ჟურნალ dwutygodnik.com-ის მთავარი რედაქტორი ზოფია კრული;
კულტურული ანთროპოლოგი და პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორი, ვალდემარ კულიგოვსკი;
– ავტორი წიგნისა, „პატარა პოლონური წიგნი თბილისის შესახებ“ ბრენდან ჯექსონი;
– კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლუკაშ გალუსეკი,
– პოლონელ-უკრაინელი მწერალი ჟანა სლონიოვსკა;
– ქართველი მწერალი და სცენარისტი ივა ფეზუაშვილი;
– ისტორიკოსი და წიგნის „აღმოსავლეთ ევროპის ღია ჭრილობების“ თანაავტორი, ფრანცისკა დევისი;
– აღმოსავლეთ ევროპის კოლეჯის საბჭოს თავმჯდომარე ლორინას ვაიჩიუნასი;
– ანტონ ვაჭარაძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI);
– კარტას ცენტრის რედაქტორი, გამომცემელი და დამფუძნებელი, ზბიგნევ გლუზა,
– პროფ. ვოლოჯიმიეჟ სულეია ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტიდან;
თანაავტორები წიგნისა “დეზინფორმაციის საწინააღმდეგო პლატფორმა. კვლევა და განათლება”, პროფ. კჟიშტოფ კოზლოვსკი (SGH) და დოქტორი ფილიპ ბრიიკა (PISM);
– კურატორი ანა ლაზარი.
ამ ინტენსიური ოთხი დღის პირველ შედეგებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონურიდან ქართულად სათარგმ წიგნებზე მიღწეული შეთანხმებები – როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურა და ისტორიული ტექსტები. ჩვენ ასევე მოვახერხეთ მიმდინარე გეოპოლიტიკურ საკითხებს მიძღვნილი არაერთი ლექციისა და შეხვედრის ორგანიზება, მათ შორის დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
გვსურს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ!