11-09-2023 ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები

კითხვის ეროვნული დღე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

შაბათს, 9 სექტემბერს, კითხვის მე-12 ეროვნული დღე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას წერილის წაკითხვით დავიწყეთ.

მსგავსად წინა წლებისა, ღონისძიება წელსაც საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში, პოლონელი მხატვრის, ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ მოხატულ სივრცეში გაიმართა.

წელს, ელიზა ოჟეშკოს ყველაზე ცნობილი რომანი, „Nad Niemnem“ წავიკითხეთ.შეხვედრა ელიზა ოჟეშკოს შესახებ ჩატარებული კონკურსით დასრულდა. გამარჯვებულებს ჯილდოები პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ დამსწრე საზოგადოებას!