დღეს გაეროს შექმნის 78-ე იუბილეს აღვნიშნავთ.
როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო, მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და სოლიდარობის სულისკვეთებით მდგრადი განვითარება, თანამედროვე სამყაროსთვის გაცემული საუკეთესო პასუხია.
„მსოფლიოს ახლა მოქმედება სჭირდება … აღარ არის პოზიციონირების დრო … დროა, გავერთიანდეთ რეალური, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოსაძიებლად. თუ ჩვენგვსურს მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი, რომელიც სამართლიანობასა და სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული, ლიდერებს ახლა ამის საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ.” – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის დებატებისას.