ჰენრიკ ჰრინევსკი – საქართველოში მოღვაწე პოლონელი მხატვარი
ქუთაისში დაბადებული პოლონელი მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლებოდა. მან შექმნა, როგორც ზეთის საღებავებითა და აკვარელით დაწერილი შესანიშნავი ნახატები, ისე განსაკუთრებული მოვლენები და თეატრალური სცენები. იგი ასევე ავტორია წმინდანთა გამოსახულებების კანკელისა ქაშვეთის ტაძარში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე აშენდა 1910 წელს.
ნამუშევრები, რომელთა წყალობითაც ჰრინევსკი სამუდამოდ შევიდა ქართული კულტურის ისტორიაში, იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გედევანიშვილისეული 1914 წლის პირველი აკადემიური გამოცემის მხატვრული გაფორმება და საადგილმამულო ბანკის პროექტის განხორციელება (ანატოლი კალგინთან ერთად), სადაც ულამაზესი მოხატული დეკორაციები შექმნა, რომელიც თვალისმომჭრელია თავისი ოსტატობითა და ბრწყინვალებით. ამჟამად ეს შენობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. იქ წიგნის მუზეუმი და პოლონური ბიბლიოთეკაცაა, სადაც მისი სახელობის მცირე დარბაზია.
ეს შენობა და მისი გაფორმება ძალიან კარგად აღწერა ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ, ეკა კიკნაძემ.
„ეს იყო ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან აღებული მოტივებითა და შუა საუკუნეების ხელნაწერთა ილუმინაციებით შთაგონებული. ეს ნახატები უყოყმანოდ შეიძლება მივიჩნიოთ საუკეთესოთა შორის, მათ შორის, რასაც ტფილისის ინტერიერებიდან ვიცნობთ, როგორც თავისი მათი მასშტაბით, ისე საშემსრულებლო ოსტატობით.
1937 წლის 15 დეკემბერს ჰენრიკ ჰრინევსკი დააპატიმრეს (სავარაუდოდ, ე.წ. “პოლონური ოპერაციის” ფარგლებში). რამდენიმე თვის შემდეგ მხატვარს NKVD-მ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და 1938 წლის 4 მარტს განაჩენი სისრულეში მოიყვანა. მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე უცნობია.
თუმცა, როგორც ეკა კიკნაძე წერდა. „ჰრინევსკის მიერ დატოვებული კვალი ქართულ ხელოვნებაში ჯერ კიდევ ცოცხალია და იცოცხლებს, სანამ ეს ყველაფერი არსებობს“.
შემუშავებულია პიოტრ რიპსონის ტექსტზე დაყრდნობით polonika.pl