დავასრულეთ შეხვედრების ციკლი “რატომ პოლონეთი? რატომ პოლონური?”
პროექტის ფარგლებში, გავმართეთ სამი შეხვედრა, რომლის წყალობითაც გავეცანით პოლონურ კულტურას, გეოგრაფიას და ბევრ საინტერესო ფაქტს ჩვენი ქვეყნის შესახებ. მიღებული ცოდნა შევამოწმეთ ვიქტორინისა და სახალისო თამაშების მეშვეობით.
წინასაშობაო შეხვედრაზე მონაწილეებმა შეიტყვეს ის, თუ რა არის წმინდა ნიკოლოზის დღე, როგორ გამოიყურება პოლონური შობა და რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული მსგავსი დღესასწაულები.
დავაგემოვნეთ პოლონური ტკბილეულიც.
ბოლო ონლაინ შეხვედრისას პოლონური ენის ორი საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.
გვსურს, ქალბატონ მაგდალენა კნაპიკს გადავუხადოთ დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციებისთვის, საჩვენებელი გაკვეთილებისთვისა და ხალისიანი შეხვედრებისთვის!
ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ წლის ბოლო არ ნიშნავს ჩვენი თავგადასავლის დასასრულს. ახალ წელს ვგეგმავთ პოლონური ენის კურსების დაწყებას სხვადასხვა დონის სტუდენტებისთვის.
დეტალებისთვის თვალი გვადევნეთ სოციალურ მედიაში. ამ კუთხით პირველი ინფორმაცია 2024 წლის იანვრის ბოლოს გამოჩნდება.