25 თებერვალს „მწერლების ბარში“ პოლონურ ლიტერატირასთან გაიმართა შეხვედრა. პოლონური ლიტერატურა „ქართული ლიტერატურის“ თებერვლის ნომრის სპეციალური სტუმარია.
ფრაგმენტებად წარმოდგენილი ნამუშევრები შესაბამის ნაწარმოებთა შექმნის ეპოქებისთვის დამახასიათებელ პოლონურ სულს გადმოგვცემს;
შეხვედრის ფარგლებში, მოვისმინეთ, ანა კოპალიანის მიერ წაკითხული ფრაგმენტი ადამ მიცკევიჩის „წინაპართა სერობიდან“ და ვისლავა შიმბორსკას ლექსები შოთა იათაშვილის შესრულებით.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და მთარგმნელებს პოლონური ლიტერატურის სიყვარულისა და პროექტის ერთგულებისთვის! მადლობას ვუხდით გამომცემლობა „ინტელექტსაც“ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის!