7.06.2024 ლიტერატურა, სიახლეები

პოლონური აქცენტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

მაისის და ივნისის ბოლოს თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. დედაქალაქის მკვიდრები, რომლებიც მრავლად ესტუმრნენ ღონისძიებას, ქართულ საგამომცემლო ბაზარზე არსებულ სიახლეებს გაეცნენ. ფესტივალზე პოლონელი ავტორების წიგნებიც იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება პოლონელი ნობელიანტის, ოლგა ტოკარჩუკის წიგნებმა და Ziari Press-ის მიერ გამოცემულმა ადამ ზამოისკის ნაშრომმა მიიპყრო (ქეთი ქანთარიას თარგმანი).

გამომცემლობა Ziari Press-მა, პოლონურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ადამ ზამოისკის წიგნი “1920 წლის ომი. ევროპის წარუმატებელი დაპყრობა. ლენინის მარცხი” თარგმნა და გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2024 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გრძელდებოდა. გამომცემლობამ სადისკუსიო პანელიც მოაწყო. შეხვედრის მოდერატორი გამომცემლობა Ziari Press-ის რედაქტორი ნატალია ალხაზიშვილი იყო, ხოლო მონაწილეები – პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ქ. მაგდალენა ვოიდაშევიჩი და ქართულენოვანი გამოცემის რედაქტორი დიმიტრი სილაქაძე. ამ უკანასკნელმა 1920 წლის ომის მნიშვნელობაზე, პოლონეთისა და საქართველოს ბედზე, ინგლისისა და რუსეთის არქივებში ჩატარებულ კვლევით სამუშაოებსა და ევროპის თავისუფლებითვის ბოლშევიკების მარცხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წიგნი, როგორც ღირებული სამეცნიერო პუბლიკაცია, ქართველ მეცნიერთა საზოგადოებასაც წარედგინება. ლიტერატურის მუზეუმში პოლონურ-ქართული ისტორიული კომისიის თავმჯდომარესთან, პროფესორ მიხეილ ბახტაძესთან გაიმართება შეხვედრა. წიგნს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის სტუდენტებს გადაეცემათ.

Scheduled ლიტერატურა სიახლეები