23.06.2025 - 31.07.2030 მოვლენები, მუსიკა, სიახლეები

კონცერტი, რომელიც ასრულებს პოლონეთის პრეზიდენტობას ევროკავშირის საბჭოში

ივნისის პარასკევი საღამო უნიკალური შესაძლებლობა იყო მელომანებისთვის თბილისის საკონცერტო დარბაზ „აუდიტორიუმში“ პოლონელი კომპოზიტორების მოსასმენად. ჰენრიკ გორეცკიმ და კშიშტოფ მაიერმა კლასიკური მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს – მათ შორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-3 სიმფონიის მი-ბემოლ მაჟორი. ნაწარმოებები გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა შეასრულა დირიჟორ პაველ კოტლას ხელმძღვანელობით, სოლისტებთან: მარეკ შლეზერთან (ფორტეპიანო) და იან კალინოვსკისთან (ჩელო) ერთად.

კონცერტი, რომელიც პოლონეთის ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობას ასრულებდა, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებითა და „თემიდა არტს & ბიზნესის“, „პორტა მუზიკაეს“ ხელოვნების ასოციაციის, პოლონური ინსტიტუტისა და პოლონეთის საელჩოს ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა. ეს იყო პოლონურ-ქართული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი ევროპული ინტეგრაციისა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის სულისკვეთებით. საელჩოსა და პოლონური ინსტიტუტის მიერ მოწვეულ სტუმრებს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი არტურ გემბალი მიესალმა.

კონცერტის მრავალფეროვანმა რეპერტუარმა თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელიც ქართველი ახალგაზრდა თაობის ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსებისგან შედგება, თავისი ოსტატობისა და პოტენციალის წარმოჩენის საშუალება მისცა. ორკესტრი ინსპირირებული იყო ახალგაზრდული ენერგიით, რაც აბსოლუტურად ყველა კომპოზიციაში იგრძნობოდა. 

ამასთან ერთად, მაიერის უაღრესად მომთხოვნმა „Musica Concertante“-მ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების სიმწიფეც დაგვანახა, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი კშიშტოფ პენდერეცკის მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკის დრამატულ ექსპრესიას. თბილისელ საზოგადოებას უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, მაიერის ნაწარმოები ზუსტად იმ კრაკოვული სოლისტების დუეტის (ი. კალინოვსკი, მ. შლეზერი) შესრულებით მოესმინა, რომელიც 2017 წლის პრემიერაში მონაწილეობდა.

კონცერტის რეპერტუარი, ბეთჰოვენის მე-3 სიმფონიის, იგივე Eroica-ს შესრულების გამო, შეგვიძლია თავისუფლების იდეალების შესახსენებლადაც გამოვიყენოთ, რომლებიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს. სიმფონია, თავდაპირველად ნაპოლეონს მიეძღვნა (მას ბეთჰოვენი აღმერთებდა). მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, კომპოზიტორს იმედები გაუცრუვდა, რადგან მისი აზრით, ამ ქმედებით რევოლუციის იდეალებს უღალატეს. ნაწარმოებს, რომელმაც ასეთი დიდი გავლენა მოახდინა მუსიკის ისტორიაზე, უფრო ფართო კონტექსტი აქვს და დღემდე აქტუალური რჩება.

არტისტებსა და ორგანიზატორებს მადლობას ვუხდით არაჩვეულებრივი საღამოსთვის, ხოლო ყველა დაინტერესებულ პირს გულითადად ვურჩევთ ღონისძიების მედია-გაშუქების გაცნობას.

https://georgiatoday.ge/polish-musicians-join-forces-with-tbilisi-youth-orchestra-in-concert-marking-eu-presidency/

from to
Scheduled ical Google outlook მოვლენები მუსიკა სიახლეები