8.05.2024 ვიზუალური ხელოვნება, ისტორია, მოვლენები

“ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება” – უნიკალური გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში.

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით: „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება”

ეს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ევროპაშიც კი პირველი ასეთი ყოვლისმომცველი გამოფენაა ქართული კულტურის შესახებ.

გამოფენაზე 700-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. უძველესი არტეფაქტი 7000 წლით თარიღდება. გამოფენა დაიყოფა ათ ნაწილად. საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მსოფლიო მეღვინეობის აკვანი. ყურადღება გამახვილდება საქართველოს სოციალური საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნის პროცესზე. ვიზიტორები იხილავენ მომხიბლავ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, მათ შორის უძველეს სასოფლო-სამეურნეო იარაღებს, მეტალურგიის დაბადების მტკიცებულებებსა და უძველეს კერამიკას. კოლხეთის საგანძურისადმი მიძღვნილ განყოფილებაში აქცენტს საბერძნეთსა და საქართველოს შორის, არგონავტების ლაშქრობის მითში დაფიქსირებულ პირველ ინტენსიური კონტაქტებზე გავაკეთებთ – მათ მნიშვნელობაზე და უძველესი საოქრომჭედლო კულტურის ფორმირებაზე.

ხაზს გავუსვამთ ქართული დამწერლობის ძეგლებს, ანბანის სხვადასხვა ვერსიებსა და მუსიკალური კულტურის სახეობებს.

გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა წარმოვადგინოთ იმ პოლონელი მხატვრების მიღწევებიც, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება საქართველოს დაუკავშირეს: ჰენრიკ ფილიპოვიჩი და ჰენრიკ ჰრინევსკი.  

წარმოდგენილი იქნება ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაც. ყოველდღიურობასთან და ქართულ ტრადიციასთან დაკავშირებულ მოტივებს იგი სპეციფიკურ სტილიზაციასთან აერთიანებდა, რაც მის ნამუშევრებს განუმეორებელ პიროვნულ ნიშანს ანიჭებს.

გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე იქნება ღია ვიზიტორებისთვის.

პროექტი „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ თბილისის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის წყალობით ხორციელდება. გამოფენა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის საპატიო პატრონაჟით იმართება.

Scheduled ვიზუალური ხელოვნება ისტორია მოვლენები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები