ევროპის გეომეტრიული ცენტრი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშასთან ახლოს მდებარეობს. თავისი ისტორიის ათასობით წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პოლონეთი შეიცვალა ევროპული ძალაუფლებისგან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური პიონერობიდან დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ. პოლონური მეწარმეობის ენთუზიაზმი, შემოქმედებითობა და პოტენციალი დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი. პოლონელებმა მოახდინეს თავისი განვითარების გზის განსაზღვრა, სოლიდარობის მოძრაობის, წმინდა იოანე პავლე II- ის სულიერი ავტორიტეტი დახმარებით, მათ დააღწიეს თავი კომუნისტურ რეჟიმს და 1989 წლიდან პოლონეთი გახდა თავისუფალი ქვეყანა. პოლონეთის მდიდარი ტრადიცია და ადათები მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
კულტურა და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა პოლონელების ეროვნულ იდენტურობას, ასევე ეხმარეობდა მას უმძიმესი მომენტების დაძლევაში. პოლონელი მხატვრები დღემდე შთააგონებენ მსოფლიოს. პოლონეთში დაიბადა ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი და პიანისტ ფრედერიკ შოპენი. მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კონკურსი, რომელიც მის მუსიკას ეძღვნება, საერთაშორისო შოპენის საფორტეპიანო კონკურსი, ვარშავაში ტარდება 1927 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. პოლონეთი არის ნობელის პრემიის ლაურიატების, ოსკაროსნების და გრემის ფლობელების სახლი. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატების, მათ შორის ვისლავა შიმბორსკას, ჩესლავ მილოშის და ოლგა ტოკარჩუკის წყალობით, პოლონეთმა მოიპოვა რეპუტაცია, როგორც პოეტებისა და მწერლების ქვეყანა. ლიტერატურის განვითარებას ხელს უწყობს, ხმოვანი პოლონური ენა, რომელზეც 40 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთ. სწორედ პოლონეთში შექმნა ანჯეი ვაიდამ თავისი ფილმები, რომლებმაც შმდგომში მას მსოფლიო აღიარება და ოსკარი მოუტანა. კრზიშტოფ პენდერეკი, გამოჩენილი კომპოზიტორი, გრემის ჯილდოს ოთხგზის გამარჯვებული – პოლონელი იყო.
პოლონეთი იდეების მქონე ხალხის ქვეყანაა. პოლონელ მეცნიერებს შეუძლიათ დაიკვეხნონ მნიშვნელოვანი აღმოჩენებითა და გამოგონებებით, რომლებმაც შეცვალეს სამყარო. მარია სკლოდოვსკა-კური ვარშავიდან იყო. ის აღიარებულია ყველა დროის მეცნიერად, იგი დღემდე რჩება ერთადერთ ქალად, რომელმაც ორჯერ მიიღო ნობელის პრემია (1903 და 1911 წლებში) და ერთადერთი მეცნიერი, რომელმაც მიიღო საპატიო მეცნიერის წოდება ორ სხვადასხვა დარგში. იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში (პოლონიუმის და რადიუმის აღმოჩენისთვის), პირველი ქალი, რომლიც დაინიშნა პროფესორად პარიზის უნივერსიტეტში “La Sorbonne” -ში და პირველი ქალი, რომელმაც ჩააბარა სამედიცინო აკადემიაში. მაშინ, როდესაც იან ჩოხრალსკიმ, პოლონელმა ფიზიკოსმა, გამოიგონა ერთჯერადი კრისტალების ზრდის მეთოდი, რომელიც თანამედროვე ელექტრონიკის საფუძველს წარმოადგენს. ნახევარგამტარული მოწყობილობები დამზადებულია ამ მეთოდით მიღებული სილიკონის მონოკრისტალებისაგან. მათი წყალობით, კომპიუტერები, ტაბლეტები, მობილური ტელეფონები, ციფრული კამერები, ფლეერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები მუშაობს. და პოლონელმა მათემატიკოსებმა: მარიან რეიევსკიმ, იეჟი რუჟიცკიმ და ჰენრიკ ზიგალსკიმ გატეხეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ციფრული აპარატის – გერმანული ენიგმას კოდი. ამ მიღწევების წყალობით მათ დიდი წვლილი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში.
პოლონეთი მიმზიდველი ქვეყანაა ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან და მაზურების ტბებიდან მისი მდებარეობის წყალობით, ქვეყნის ცენტრალური ნაწილის დაბლობების გავლით სამხრეთით მთიანეთში. მას აქვს 23 ეროვნული პარკი, 1500 ნაკრძალი და 145 ლანდშაფტის პარკი. აქაური ბუნება და კლიმატი აქტიური დასვენებისკენ მოგვიხმობს. თრექინგი, ველოსიპედით მოგზაურობა; ჯომარდობა და ცურვა მდინარეებზე და ტბებზე; ცხენოსნობა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ერთ – ერთი ყველაზე გრძელი საცხენოსნო ბილიკით ევროპაში, რომლის სიგრძე 1800 კილომეტრია; ასევე იშვიათი ფრინველების დაკვირვება მათ ბუნებრივ გარემოში.
ტურისტებს პოლონეთში იზიდავს მრავალი კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნება, მუსიკა, კინო და თეატრი. ეს ღონისძიებები იმართება პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში, ეს ქალაქები თავისი განუმეორებელი არქიტექტურით განსაკუთრებულ კლიმატს ქმნიან. ესეთი არქიტექტორის ნიმუშია მ. კარლოვიჩის სახელობის ფილარმონიის შენობა შჩეჩინში, რომელიც იყო პირველი შენობა პოლონეთში, რომელმაც მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული პრემია “Mies van der Rohe”, ან შჩეჩინის ეროვნული მუზეუმი – Dialogue Breakthoughs Center რომელიც გახდა 2016 წლის საუკეთესო შენობა მსოფლიოში ბერლინში, არქიტექტურის მსოფლიო ფესტივალზე. პოლონეთის სხვა საზოგადოებრივი ნაგებობები, რომლებიც გამოირჩევიან არქიტექტურის მსოფლიო რუქაზე, შექსპირის თეატრი და გდანსკის ევროპული სოლიდარობის ცენტრი, კატოვიცაში არსებული სილეზიის მუზეუმი, ყოფილი ნახშირის მაღაროს ადგილზე აშენებული პოლონეთის ეროვნული რადიო სიმფონიური ორკესტრისის ადგილი, და კშიშტოფ პენდერეცკის სახ. მუსიკალური ცენტრი ლუსლავავიცაში, კრიკოთეკა (ტადეუშ კანტორის მუზეუმი) კრაკოვში, ვარშავის აჯანყების მუზეუმი ან ვარშავაში პოლონელი ებრაელების ისტორიული მუზეუმი.
კულტურის შემუშავების ამ უჩვეულო ობიექტების მონახულება საშუალებას იძლევა გაეცნოთ პოლონეთის რთულ ისტორიას და ზოგჯერ მისი მოსახლეობის ტრაგიკულ ბედს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებასთან. პოლონეთი ზრუნავს იმაზე, თუ რა ხდება დაკარგული. იგი გახდა მეხსიერების მცველი – იგი იცავს მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულ ებრაულ მემკვიდრეობას, ხელი შეუწყოს პოლონეთში ებრაული უმცირესობის თანამედროვე კულტურის განვითარებას. ამ მხარდაჭერის მაგალითია სხვათა შორის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორგანიზებული, კრაკოვში ებრაული კულტურის ფესტივალი – მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე სანახაობრივი და ინტერდისციპლინარული ფესტივალი, რომელსაც ათიათასობით ტურისტი სტუმრობს.
პოლონეთი ასევე იზიდავს კინოს, თეატრისა და მუსიკის მოყვარულებს. აქ იმართება მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ვარშავსკა იეშენი (Warszawska Jesień); ტორუნის ფილმების ფესტივალი EnergaCAMERIMAGE რომელიც იზიდავს კინოვარსკვლავებს, ოპერატორებს და მზატვრებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ასევე ვროცლავის საავტორო ფილმის ფესტივალი Nowe Horyzonty.
უფრო მეტი პოლონეთის შესახებ:
აქტუალური სიახლეები პოლონეთიდან სხვადასხვა ენებზე –პოლონური რადიო საზღვარგარეთისთვის.