პოლონური ენა მეორეა სლავურ ენებს შორის მსოფლიოში. ამ ენით სარგებლობს 50 მილიონ ადამიანზე მეტი, სულ მცირე 10 მილიონი ფლობს ამ ენას პასიურად. ამრიგად პოლონური ენა ყველაზე დიდი ენაა სლავურ ენებს შორის ევროკავშირში, მისი მეხუთე ეთნიკური ენა (ex aequo ესპანეთის კასტილიასთან, გერმანული, ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების შემდგომ)
პოლონური ენა მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ჯგუფს და დასავლეთსლავური ენების ქვეჯგუფს (ჩეხურ, სლოვაკურ, კაშუბურ, ქვედა სერბულ, ზემო სერბულ და – გამქრალ- პოლაბურ ენებთან ერთად)
საშვალო პოლონერმა იცის დაახლოებით 30 ათ. სიტყვა, ხოლო ესემის დაახლოებით 100 ათასამდე, მაგრამ ყოველდღიურობაში არ ხმარობს მათ. ზოგიერთი პოლონისტური უნივერსიტეტების განცხადებით, საკმარისია 1200 სიტყვის ცოდნა იმისათვის რომ ისაუბროთ პოლონურ ენაზე.
პოლონური ანბანი ეყრდნობა ლათინურ ანბანს და შედგება 32 ასოსგან. ალფაბეტში გვხვდება ცხრა ასო, რომლებიც შექმნილია დიაკრიტიკური ნიშნების გამოყენებით (ą, ć, ę, ł, ń, ó, ś, ź, ż). ამასგარდა გვხვდება კიდევ შვიდი ორასოიანი ნიშნები (sz, rz, cz, ch, dz, dż, dź) ასევე ერთი სამასოიანი (dzi).
პოლონურში გვხვდება ბრუნვა (დეკლინაცია). შვიდი შემთხვევისთვის იცვლება სახელები, ზედსართავები, ზედსართავი ნაწილები, არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი ნაცვალსახელები და რიცხვები. თავის მხრივ, ზმნების კონიუგაცია ხდება არსებითი სახელების, რეჟიმების, გვერდების და ციფრების, აგრეთვე ასპექტების მიხედვით.
უძველესი წინადადება პოლონურ ენაში : „Day, ut ia pobrusa, a ti poziwai” (შენც დაისვენე და მეც დამასვენე) ჩაწერილია ლთინური ანბანით 1270 წელს, ვროცლავში (ჰენრიკოვსკის წიგნში რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში). 1285 წელს ლენჩიცის ყრილობაზე გადაწყდა, რომ პოლონური ენა ლათინურ ენასთან ერთად იქნება გამოყენებული საეკლესიო სკოლებსა და კათედრებში.
პოლონურ ენაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ლათინურმა ენამ, გერმანულმა ჩეხურმა რუსულმა თურქულმა ფრანგულმა იტალიურმა იტალიურმა და იდიშმა. დღეს მასზე ყველაზე დიდი ზეგავლენა აქვს ინგლისურ ენას.
პოლონური ენის ძირითადი დიალექტებია: ვიელკოპოლსკური, მალოპოლსკური, სილეზიური, მაზოვური, ხერმინსკო-კაჩიევსკო-ვარმინსკული და პოლუდნიოვოკრესოვი.
უფრო მეტი შეგლიძლიათ იხილოთ:
Multimedia Guide to Polish Language: http://multimediaguides.culture.pl/multimediaguides/alphabet/the-polish-alphabet/0
Poland.pl: https://poland.pl/social-issues/social/polish-language-simple-language/
სად შეიძლება ვისწავლოთ პოლონური, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდძე
პოლონური ენის გავრცელება საზღვარგარეტ: https://nawa.gov.pl/jezyk-polski
პოლონური ენის კურსები ტარდება საქართველოს სამ უნივერსიტეტში:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
http://www.ciu.edu.ge/?lang=en
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლება პოლონური ენა A1 დონეზე
https://www.bsu.edu.ge/?lang=en
პოლონური ინსტიტუტი თბილისში მართავს პოლონური ენის კურსებსა და სასერთიფიკაციას. კურსები ტარდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.