პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 მაისის 51-ე გადაწყვეტილებით , თბილისში დაარსდა პოლონეთის ინსტიტუტი .
ინსტიტუტის საქმიანობის მიზანი, რომელიც გაიხსნა 2018 წლის 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე – არის პოლონურ-ქართული ურთიერთობების ყოვლიმხრივი განვითარება საზოგადოებრივი და კულტურული დიპლომატიის სფეროში.
პოლონური ინსტიტუტის ზიგმუნდ ვალიშევსკის სახელობის პრიზი
2019 წლის 20 მაისს პოლონურმა ინსტიტუტმა ჩაატარა ზიგმუნდ ვალიშევსკის პრიზის გადაცემის ცერემონიალი საუკეთესო ქართველი ხელოვანისთვის.
ჯილდოს მფლობელი – Bullion Group – შეირჩა დამოუკიდებელი ქართველი კურატორების მიერ : ქეთევან კინწურაშვილი, ვატო წერეთელი, მაგდა გურული, ნინი ფალავანდიშვილი, ლალი პერტენავა და ირინა პოპიაშვილი.
ჯილდო გამოჩენილი პოლონელი ავნტგარდისტის ზიგმუნდ ვალიშევსკის სახელს ატარებს, რომელმაც ახალგაზრდობა გაატარა საქართველოში , მიუხედავად იმისა რომ უკვე თითქმის 100 წელი გავიდა რაც ვალიშევსკიმ დატოვა საქართველო და გადაინაცვლა პოლონეთში, მისი გამოფენება იმართება რეგულარულად საქართველოში, ბოლოს 2017 წელს ჩატარდა თბილისში.
ჯილდოს დამაარსებელია პოლონური ინსტიტუტი საქართველოში, პრიზის გადაცემა ხდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
გამარჯვებულმა მიიღო 3000 ევრო და ქანდაკება, რომელიც შთაგონებულია ზიგმუნტ ვალიშევსკის ნამუშევრით. პრიზის შემქმნელია ქართველი ხელოვანი დავით ჯანიაშვილი.
პრიზის პირველი გამოცემის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ:მონიკა შევჩიკი (Galeria Arsenał ბიალისტოკში), მაგდა კარდაში, კურატორი (Zachęta – ეროვნული სამხატვრო გალერეა), ვოლდემარ ტოკარჩუკუ (Galeria Labirynt, ლუბლინი), პიოტრ რიფსონი (ICOM პოლონეთი).