პროფროფესორ ვ. სულეიას წიგნის პრეზენტაცია მარშალ პილსუდსკიზე.
ა.წ. 2 და 4 მარტს ქუთაისის სახ. უნივერსიტეტსა და თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვლოძიმეჟ სულეიას წიგნის – „იუზეფ პილსუდსკი“ პრეზენტაცია გაიმართა. ქართულ ენაზე დავით კანდრევიჩის მიერ ნათარგმნი წიგნი სპეციალურად ქართველი მკითხველისათვის მომზადდა, რათა ეჩვენებინა, თუ რაოდენ ბევრი რამ აკავშირებდა პოლონეთის ეროვნულ გმირს საქართველოსთან.
პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი პრეზენტაციაზე შეეხო ქართული დიასპორის დელეგაციის ცნობილ ფოტოსურათს ვაველიდან, რომელიც 1935 წლის 18 მაისს მარშალ იუზეფ პილსუდსკის დაკრძალვის დღესაა გადაღებული. ცერემონიის მონაწილეთა შორის დიასპორისა და საკონტრაქტო ოფიცრების სულიერი წინამძღვარი, მამა გრიგოლ ფერაძე მოჩანს. ეს ფოტო შესანიშნავად ასახავს ქართველების დამოკიდებულებას მარშალის მიმართ და ამავდროულად, როგორც ელჩმა მაშკევიჩმა აღნიშნა, 2010 წლის აპრილში, ვაველში სხვა დაკრძალვის ცერომონიასთან ასოციაციას იწვევს, სადაც ერთადერთი უცხო ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ფრენების აკრძალვის მიუხედავად მაინც ჩავიდა კრაკოვში, საქართველოს მაშინდელი ლიდერი იყო. მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად პატივი მიაგო პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას, რომლის ცხედარი კრაკოვის სამეფო სასახლის გვერდით აკლდამაში განისვენებს.
1921 წლის მოვლენების შემდეგ პილსუდსკიმ ქართველი ოფიცრები პოლონურ არმიაში მიიწვია. ამას წინ უსრებდა აღორძნებულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მისი ბრძანდებით. მარშალმა პილსუდკიმ პირადი წარმომადგენელი გამოგზავნა თბილისში. როგორც პოლონეთის ელჩმა აღნიშნა, პირველი პოლონელი დიპლომატი, ტიტუს ფილიპოვიჩი, საელჩოს მფარველი და ამავდროულად, საგარეო უწყების იმ მომდევნო თაობათა სულიერი წინამძღვარია, რომლებიც პოლონურ-ქართული ურთიერთობების შენებისთვის იღწვიან. საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პილსუდსკი მხარს უჭერდა ქართულ დიასპორას მთელი ევროპის მასშტაბით – მაგ., პარიზში პრომეთეიზმის მოძრაობის დამაარსებელთა საქმიანობა დაფინანსდა.
პილსუდსკის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტია. მე- XIX საუკუნის 70-იან წლებში ახალგაზრდა ნოე ჟორდანია, მოგვიანებით უკვე დამოუკიდებლობააღდგენილი ქართული სახელმწიფოს ლიდერი, ვარშავაში სწავლობდა. როგორც ელჩმა იხუმრა: მართალია, არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნია იმისა, რომ მაშინ ჟორდანია და პილსუდსკი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მათ საერთო მეგობრები და ნაცნობები ჰყოლოდათ.
დღევანდელ თბილისში გვაქვს იუზეფ პილსუდსკის გამზირი და ჩვენ, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში პატივს სცემენ 100 წლის წინ აღორძინებული პოლონეთის სახელმწიფოს წინამძღოლს. იმედი გვაქვს, რომ პროფესორ სულეიას წიგნი არა მხოლოდ გაზრდის პილსუდსკის პოპულარობას, არამედ გააღრმავებს ცოდნას მის შესახებ.
ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა ფირმა PLASTICS პროექტის დაფინანსებისათვის, წიგნის დაბეჭდვისა და გამოცემის ხელშეწყობისთვის.
წიგნის სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ!