პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა 2020 წელი რომან ინგარდენის წლად გამოაცხადა. წელს ინგარდენის გარდაცვალების 50 წლისთავია. ინგარდენი XIX საუკუნის გამოჩენილი პოლონელი ფილოსოფოსი, ავტორი წიგნისა „დავა სამყაროს არსებობის შესახებ“, ცნობილი ფენომენოლოგი, ონტოლოგი და ესთეტი იყო.
ინგარდენის ოსტატი და მასწავლებელი ედმუნდ ჰუსერლი იყო. ინგარდენის ფილოსოფიური კვლევა ხშირად კრიტიკულად ეხება ჰუსერლის ანალიზს. თავისი მასწავლებლისგან განსხვავებით, ინგარდენი ეპისტემოლოგიაში რეალიზმის მხარეს იხრებოდა, ხოლო ონტოლოგიაში დავის გადასაჭრელად იმის შესახებ, თუ როგორ არსებობს სამყარო აღქმაში, მან გამოარჩია და გააანალიზა არსებობის შემდეგი სახეები: რეალური (ობიექტები დროში, პროცესები, მოვლენები), იდეალური, ინტენციური და აბსოლუტური.