წინა პოსტში წარმოდგენილ თხრილში პოლონურ-ქართულმა არქეოლოგიურმა ჯგუფმა აღმოაჩინა კოლხური ცულის ორი ქვის ყალიბი. ამ ტიპის ცულებს ძალზე დიდი ტრადიცია აქვთ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე და ძვ.წ. XIII-V საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. ნაპოვნი ობიექტები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ქვაში ამოჭრილი ცულის ფორმა კარგადაა შემონახული და შიდა დეტალები ჯერ კიდევ კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ეს არის ორმხრიანი ყალიბის მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც გამოიყენებოდა ბრინჯაოს საგნების დასამზადებლად. ეს არ არის ქალაქის ამ ნაწილში აღმოჩენილი ერთადერთი საგანი. აღმოჩენილია კიდევ ორი მსგავსი ობიექტი. პირველი, უფრო მცირე ზომის ცული აღმოაჩინეს 1985 წელს ქართველმა არქეოლოგებმა. მეორე ფორმა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი 2016 წელს და გამოიყენებოდა შუბის დასამზადებლად. ამ არტეფაქტების ერთ ადგილზე კონცენტრაცია, მიგვითებს ამ ადგილზე სამჭედლოს არსებობის შესახებ. ამას ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი სხვა აღმოჩენებიც, მაგალითად, საქშენები და კერამიკული მილების ფრაგმენტები. კოლხური ცულების უმეტესობას ძალიან დამახასიათებელი ფორმა აქვს: ნახევარწრიული და ასიმეტრიული მჭრელი ზედაპირი დიდი წაგრძელებული ხვრელით სახელურისთვის. უმეტესობა გამოირჩევა დეკორაციის სიმრავლით, რომელიც გეომეტრიული, სპირალური ნიმუშებისგან (ბორჯღალებისგან) და ცხოველების მოტივებისაგან შედგება. თვითონ ცულები როგორც პროდუქტი ხშირად გვხვდება სამარხებში. კვლევებს ხელომძღვანელობს იაცეკ ჰამბურგი კრუკოვსკის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევის ცენტრიდან და პროფ. როლანდ ისაკაძე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან. პროექტს აფინანსებს Polska Fundacja Narodowa და პოლონური ინსტიტუტი თბილისში.
📌 Krukowski Interdisciplinary Research Center
🔗 https://www.heritagesites.ge/ka
🔗 https://www.pfn.org.pl/
🔗 https://instytutpolski.pl/tbilisi