1941 წლის აგვისტოში, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო ორგანიზაცია – ანდერსის არმია – დაფუძნდა. დაარსების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი გიწვევთ მულტიმედიურ მოგზაურობაში. ეს არის ისტორია ხელოვანებზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე და მეორე მსოფლიო ომში მათ მიერ განვლილ გზაზე რუსული ბუზულუკიდან – მონტე კასინომდე, პარიზამდე, ლონდონამდე, რომამდე …
ანდერსის არმია შედგებოდა პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მოქალაქეებისგან: პოლონეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცებისგან, გულაგის პატიმრებისგან და სამოქალაქო პირებისაგან, რომელთა შორისაც იყვნენ ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ლტოლვილობა, საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, საომარი მოქმედებების სისასტიკე, ომის შემდგომი ხეტიალი და სამშობლოდან შორს ცხოვრება არაერთი მათგანის ბედი აღმოჩნდა.
ამ ურთულესი გზის გმირები არიან: Józef Czapski – იგი თავის მეგობრებს “არაადამიანურ მიწაზე” ეძებდა; ბავშვთა ხსნა-გადარჩენაში ჩართული Hanka Ordonówna; პოეტები Władysław Broniewski და Marian Czuchnowski; მწერლები და პუბლიცისტები Melchior Wańkowicz, Gustaw Herling-Grudziński, Jerzy Giedroyć, კინორეჟისორი Michał Waszyński; პოლონური ჯაზის ერთ-ერთი მამა Henryk Wars. ასევე მხატვრებისა და კარიკატურისტების, მსახიობებისა და მომღერლების, კომპოზიტორებისა და მუსიკოსების, რეპორტიორებისა და ჟურნალისტების მთელი გალაქტიკა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბრძოლაში ადამიანური ღირებულებებისათვის.
გულითადად გეპატიჟებით. ვებგვერდი ხელმისაწვდომია სამ ენაზე – პოლონურად, ინგლისურად და რუსულად.