2.10.2021 - 23.10.2021 მუსიკა, სიახლეები

ფრიდერიკ შოპენის სახელობის XVIII საერთაშორისო კონკურსი

შოპენის სახელობის კონკურსის წყალობით, ვარშავა უკვე მეთვრამეტედ გახდა მუსიკის მსოფლიო დედაქალაქი.

ეს ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენაა პოლონეთში და მსოფლიოში. იგი საფორტეპიანო ნიჭის მქონე ტალანტებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. წელს კონკურსში მონაწილეობას 87 პიანისტი იღებს, მათ შორის, 16 – პოლონეთიდან.

ამჟამად პირველი ეტაპი მიმდინარეობს. მე-2 ეტაპზე ჟიურის მაქსიმუმ 40 შემსრულებელი გადაჰყავს.

გამარჯვებულთა ოფიციალური გამოვლენა 21 ოქტომბერს მოხდება. ლაურეატები თავიანთ მუსიკალურ ნომრებს 21-23 ოქტომბერს შეასრულებენ.

საკონკურსო პროგრამა:

XVIII Konkurs Chopinowski (chopin2020.pl)

ღონისძიების სრული ვერსია სპეციალური პროგრამების მეშვეობითაა ხელმისაწვდომი:

Android ბმული:

Chopin Competition 2020 – Aplikacje w Google Play

iOS ბმული:

‎Chopin Competition 2020 on the App Store (apple.com)

YouTube ბმული:

Chopin Institute – YouTube

გულითადად გეპატიჟებით!

illustration: The Fryderyk Chopin Institute

from to
Scheduled მუსიკა >სიახლეები