პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მიერ რეჟისორის დაბადებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებულ ანჯეი ვაიდას წელთან დაკავშირებით, თბილისში პოლონურმა ინსტიტუტმა და პლატფორმა CinExpress-მა 2026 წლის 27–31 მაისს ანჯეი ვაიდას რეტროსპექტივა მოაწყვეს. ჩვენებები თბილისის კინოს სახლში (Cinema House) გაიმართა.
რეტროსპექტივის პროგრამა მოიცავდა ხუთ ფილმს, რომლებიც ასახავდა პოლონეთის ისტორიის საკვანძო მომენტებს, ასევე ომის, ინდუსტრიალიზაციის, საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და სოლიდარობის თემატიკას.
კინოჩვენება თბილისში პოლონური ინსტიტუტის დირექტორმა, მაგდალენა ვოიდასიევიჩმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ანჯეი ვაიდას შემოქმედების მნიშვნელობა გააცნო და ასევე ისაუბრა მის უმნიშვნელოვანეს ჯილდოებსა და აღიარებებზე, რომლებიც რეჟისორმა პოლონეთსა და მსოფლიოში მოიპოვა. თითოეული ჩვენების წინ იმართებოდა მოკლე შესავალი, რომელიც მომზადებული იყო პროექტის კურატორების: ალექსანდრე გაბელიას, ლიკა ღლუნჯიძის, ნინი შველიძისა და გიორგი ჯავახიშვილის მიერ.
კინოჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი ფილმები:
- „ფერფლი და ალმასი“
- „აღთქმული მიწა“
- „რკინის კაცი“
- „მარმარილოს კაცი“
- „ვალენსა. იმედის კაცი“
ყველა ფილმი ნაჩვენები იყო ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.
რეტროსპექტივამ მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა ქართველიმა ყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლონელი რეჟისორის შემოქმედებისა და XX საუკუნის პოლონეთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების გასაცნობად.