10.04.2022 Events, სიახლეები

სმოლენსკის კატასტროფის მეთორმეტე წლისთავი

დღეს, სმოლენსკის კატასტროფის მე-12 წლისთავზე, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მუშაკებმა, თავდაცვის ატაშემ, პოლონური ინსტიტუტის თანამშრომლებმა და თბილისში პოლონური საზოგადოების წარმომადგენლებმა გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მემორიალი შეამკეს ყვავილებით და ამ ტრაგიკული მოვლენების 96 მსხვერპლს მიაგეს პატივი.

ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კანცელარიის უფროსი ქალბატონი ნათია სულავა. დიდი მადლობა, პოლონელებისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს ამ ლამაზი ჟესტისთვის!

Scheduled Events >სიახლეები