კონკურსი საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად “თეთრი – წითელი – თეთრი”
მონაწილეობა მიიღეთ კონკურსში: “თეთრი – წითელი – თეთრი”. კონკურსის მიზანი საუკეთესო პოსტერის გამოვლენაა, 2020-2022 წლებში ბელარუსული საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზაციასთან დაკავშირებით – დემოკრატიულ-ლიბერალური ცვლილებებისთვის, ბელარუსი გმირების ხსოვნისთვის.
კონკურსი ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე წლისთავსაც (9 აგვისტო) შეგვახსენებს – როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასშტაბური დარღვევა მოხდა.
პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ბელარუსის სუვერენული, ღია და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას. ამიტომაც, ბელორუსი ხალხისადმი სოლიდარობის სულისკვეთებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროსთან და პოლონეთის კულტურის ეროვნულ ცენტრთან (NCK) ერთად აწყობს პოსტერების საერთაშორისო კონკურსს სახელწოდებით “თეთრი-წითელი-თეთრი” და წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევრებს.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენას სვეტლანა ტიხანოვსკაიაც გირჩევთ.