წლის წინ, 1939 წლის 1 სექტემბერს, ნაცისტური გერმანიის არმიამ ომის გამოუცხადებლად, გამთენიისას, თითქმის მთელ სიგრძეზე თანამეგობრობის საზღვრები გადალახა და მეორე მსოფლიო ომის პირველი კამპანია წამოიწყო.
ეს იყო ყველაზე დიდი და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელშიც პოლონეთმა უდიდესი დანაკარგები და დემოგრაფიული ზიანი განიცადა.
“პოლონეთის განადგურება ჩვენი პირველი ამოცანაა. (…) იყავით უმოწყალო და სასტიკი” – ეს სიტყვები ადოლფ ჰიტლერმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის წინა დღეს წარმოთქვა სამეთაურო შტაბის შეხვედრაზე.
ამავე შეთანხმების თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს წითელი არმიის ჯარებმა აღმოსავლეთიდან შეუტიეს პოლონეთს. მათი ამოცანა პოლონეთის აღმოსავლეთ ტერიტორიების დაკავება იყო ვისლამდე.